მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოზამბიკის სამოქალაქო ომი — სამოქალაქო ომი მოზამბიკში, დაიწყო 1977 წელს, ორი წლის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ქვეყანამ პორტუგალიისაგან. გაგრძელდა 1992 წლამდე.
1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში დიქტატორული რეჟიმი დაემხო. ხელისუფლებაში მოსულმა მემარცხენე ძალებმა დამოუკიდებლობა მიანიჭეს კოლონიებს. მოზამბიკში მმართველი პარტია გახდა ფრელიმო (მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი), რომელმაც სოციალიზმის მშენებლობისა და სსრკ-სთან თანამშრომლობის კურსი აიღო. ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი გაერთიანდნენ რენამოს გარშემო, რომელმაც დაიწყო ანტისამთავრობო პარტიზანული ომები ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში. რენამოს მხარს უჭერდა სამხრეთი როდეზია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მალავი. 1980 წელს, მას შემდეგ, რაც როდეზიაში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი მთავრობა, პრემიერ-მინისტრმა რობერტ მუგაბემ მხარი დაუჭირა ფრელიმოს. მოზამბიკის მთავრობას ასევე დახმარებას უწევდა ტანზანია და სსრკ.
80-იანი წლების მეორე ნახევარში საომარი ოპერაციების უმრავლესობაში მხოლოდ მოზამბიკის არმია იღებდა მონაწილეობას. 1984 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ფორმალურად უარი განაცხადა რენამოს დახმარებაზე, გაიყვანა ბაზები მოზამბიკიდან, მიიღო სავაჭრო შეღავათები, თუმცა ფარულად კვლავ განაგრძობდა მათ დახმარებას. 1986 წლის 19 ოქტომბერს ავიაკატასტროფაში დაიღუპა მოზამბიკის პრეზიდენტი სამორა მაშელი, რომლის დაღუპვაშიც სავარაუდოდ იკვეთება ამ ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი.
მაშელის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ჟოაკიმ ჩისანო, რომელმაც დაიწყო საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაცია და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. რეგიონის პოლიტიკური რუკის შეცვლამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ახალი მთავრობის უარმა რენამოს მხარდაჭერაზე, 1992 წელს გამოიწვია სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
|
---|
| | | 1940-იანები | |
---|
| 1950-იანები | |
---|
| 1960-იანები | |
---|
| 1970-იანები | |
---|
| 1980-იანები | |
---|
| 1990-იანები | |
---|
| ლიდერები | |
---|
| გაყინული კონფლიქტები | |
---|
| საგარეო ურთიერთობები | |
---|
| იდეოლოგიები | |
---|
| ორგანიზაციები | |
---|
| სხვა | |
---|
| |
|