ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლ. Virgil van Dijk; დ. 8 ივლისი, 1991, ბრედა, ნიდერლანდები ) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, „ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად.[4][5]

ვირჯილ ვან დეიკი
ვან დეიკი ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში, 2016 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვირჯილ ვან დეიკი[1]
დაბადების
თარიღი
8 ივლისი, 1991 (1991-07-08) (33 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ბრედა, ნიდერლანდები
სიმაღლე 195 სმ[3]
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
2009–2010 ვილლემ II
20102–011 გრონინგენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2013 გრონინგენი 62 (7)
2013–2015 სელტიკი 76 (9)
2015–2018 საუთჰემპტონი 67 (4)
2018– ლივერპული 197 (18)
ეროვნული ნაკრები
2015– ნიდერლანდები 68 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ივნისი, 2024

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

გრონინგენი

რედაქტირება

ვან დეიკმა საფეხბურთო კარიერა ნიდერლანდურ „გრონინგენში“ დაიწყო. მან თავის გამოჩენა თავის სადებიუტო სეზონშივე მოახერხა. 2013 წელს „გრონინგენმა“ მის სანაცვლოდ უამრავი შეთავაზება მიიღო ერედივიზიის ისეთი კლუბებისგან, როგორებიცაა „აიაქსი“, „ფეიენოორდი“ და „პსვ ეინდჰოვენი“. თუმცა ვირჯილმა კარიერის გაგრძელება შოტლანდიაში ამჯობინა.

2013 წელს ვირჯილი სათამაშოდ გლაზგოს „სელტიკში“, 2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. შოტლანდიური კლუბის რიგებში მან შეძლო მაღალ დონეზე თამაში, ორივე სეზონში 2-ჯერ მოახერხა შიდა ჩემპიონატისა და ლიგის თასის მოგება. ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად კი ორჯერ მოხვდა შოტლანდიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში.

საუთჰემპტონი

რედაქტირება

2015 წელს ვირჯილმა ინგლისური „საუთჰემპტონის“ ყურადღება მიიქცია და 13 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა ხსენებულ გუნდში. 2017 წელს აირჩიეს გუნდის კაპიტნად. ვან დეიკმა პრემიერ ლიგაში ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მალევე მის ხელში ჩასაგდებად კონკურენცია დაიწყო ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებს შორის.

ლივერპული

რედაქტირება

2018 წლის იანვარში ვან დეიკი „ლივერპულის“ რიგებს შეუერთდა. მერსესაიდულმა გუნდს ნიდერლანდელის ტრანსფერი „საუთჰემპტონს“ 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, რის შემდეგაც ვირჯილი გახდა ყველაზე ძვირადღირებული მცველი ფეხბურთის ისტორიაში. 2017–18 წლების სეზონში მისი დახმარებით „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლა და ტურნირის მე-4 ადგილზე დასრულება მოახერხა, ასევე შეძლო 11 წლიანი პაუზის შემდეგ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, თუმცა მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. 2018–19 წლების სეზონში კი ვან დეიკი მისი დამაჯერებელი თამაშის გამო დაასახელეს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ამავე წლის 1 ივნისს, კლუბმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება იზეიმა. რამდენიმე თვეში, ვირჯილი დასახელდა უეფა-ს წლის საუკეთესო მოთამაშედ. 2019–20 წლების სეზონში ლივერპულმა სწორედ ვან დეიკის დახმარებით 30 წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ვირჯილს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2015 წლის 10 ოქტომბერს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა. 2018 წლის მარტში, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა რონალდ კუმანი, რომელმაც კაპიტნის სამკლაური სწორედ ვან დეიკს ჩააბარა.[6] ნაკრებში ასპარეზობის პერიოდში ვირჯილმა ისეთი გუნდების წინააღმდეგ შეძლო გოლების გატანა, როგორებიცაა გერმანია და პორტუგალია.

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 10 ივნისი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ნიდერლანდები
 
2015 3 0
2016 9 0
2017 4 0
2018 8 3
2019 9 1
2020 5 0
2021 6 1
2022 10 1
2023 10 1
2024 4 2
ჯამში 68 9

მიღწევები

რედაქტირება

  სელტიკი: (3)

  ლივერპული: (8)

სანაკრებო

რედაქტირება

  ნიდერლანდები;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Squads for 2016/17 Premier League confirmed. Premier League.
  2. Virgil Van Dijk. AFS Enterprises.
  3. FIFA World Cup Qatar 2022: List of players: Netherlands.
  4. Virgil Van Dijk Voted The Best Defender In World Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-20. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
  5. Virgil van Dijk the best defender in the world, says Paul Merson.
  6. „Van Dijk named new Netherlands captain“. soccer.nbcsports.com. NBC Sports.
  7. Virgil van Dijk. Eurosport.
  8. Wilson, Richard. „Dundee United 0–2 Celtic“. BBC Sport.
  9. McNulty, Phil. „Tottenham Hotspur 0–2 Liverpool“. BBC Sport.
  10. McNulty, Phil. „Real Madrid 3–1 Liverpool“. BBC Sport.
  11. Rose, Gary. „Liverpool 2–2 Chelsea“. BBC Sport.
  12. Hafez, Shamoon. „Portugal 1–2 Netherlands“. BBC Sport.