ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ (ინგლ. Liverpool F.C.) — ინგლისის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან, ასპარეზობს ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში. კლუბს მოგებული აქვს ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა, მეტჯერ ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბს, სამი უეფა-ს თასი, ოთ��ი უეფა-ს სუპერთასი, ერთი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შიდა ტურნირებში ლივეპული ცხრამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ყველაზე მეტჯერ რვაჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და ხუთჯერ საფეხბურთო სუპერთასი.

ლივერპული
Liverpool
ლოგო
სრული სახელი Liverpool Football Club
მეტსახელი The Reds (წითლები)
დაარსდა 3 ივნისი, 1892
სტადიონი ენფილდი
ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 53,394 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ტომ ვერნერი
მწვრთნელი გერმანიის დროშა იურგენ კლოპი
კაპიტანი ინგლისის დროშა ჯორდან ჰენდერსონი
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მე-3 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

1892 წელს დაარსებიდან ერთ წელში კლუბი ხდება ინგლისის საფეხბურთო ლიგის წევრი, არსებობის ისტორიის განმავლობაში ლივერპულის საშინაო არენა ენფილდის სტადიონია. 1970-იანები და 1980-იანები კლუბის ოქროს წლებია, ბილ შენკლის, ბობი პეიზლის, ჯო ფაგანის და კენი დალგლიშის მწვრთნელობის პერიოდში ლივერპული თერთმეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიპოვა ევროპის თასი. რაფაელ ბენიტესის მწვრთნელობისას და სტივენ ჯერარდის კაპიტონობისას 2005 წელს ლივერპული მეხუთედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. იურგენ კლოპის მწვრთნელობისას 2019 წელს ლივერპული მეექვსედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონობას, ერთი წლის შემდეგ კი 2019-20 პრემიერლიგის გამარჯვება იზეიმა, რაც კლუბისთვის 30 წლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტე ინგლისი ჩემპიონობაა.

2019 წლის მონაცემებით ლივერპული მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი კლუბია, წლიურად €604 მილიონი,[1] ხოლო კლუბის ღირებულება $2.183 მილიარდს შეადგენს და საფეხბუთო კლუბების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს.[2] ლივერპულს დიდხნიანი მეტოქეობა აქვს მანჩესტერ იუნაიტედთან და ევერტონთან.

კლუბის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ ორ დიდ ტრაგედიაში: 1985 წელს ბრიუსელში ევროპის თასის ფინალში ლივერპულის ფანები თავს დაესხნენ იუვენტუსის ფანების ზონას, რის შემდეგაც სტადიონის კედელმა ვერ გაუძლო ხალხის მასას და ჩამოინგრა, ეიზელის სტადიონის კატასტროფას 39 ადამიანი ემსხვერპლა - უმეტესად იტალიელები. ინგლისური კლუბები ხუთი წლით მოიკვეთა ევროპული ტურნირებიდან. 1989 წელს ჰილსბოროს სტადიონზე 96 ლივერპულის ფანი ჭყლეტვაში დაიღუპა.

1964 წლამდე კლუბის ფორმა იყო წითელი მაისური და თეთრი შორტი, ცვლილების შემდეგ კი მთლიანად წითელი გახდა. ლივერპულის ჰიმნია „You'll Never Walk Alone“.

 
ჯონ ჰოულდინგი ლივერპულის დამაარსებელი

ლივერპული ჩამოყალიბდა ევერტონის საბჭოსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოულდინგს შორის ენფილდის საფასურზე წარმოქმნილი დავის შედეგად. ევერტონმა რვა წელი გაატარა ენფილდზე, რის შემდეგაც გუდისონ პარკზე გადავიდა, ჰოულდინგმა კი ცარიელი სტადიონის ბაზაზე ახალი კლუბი დააფუძნა.[3] ჰოულდინგი ცდილობდა შეენარჩუნებინა ევერტონის სახელი, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციამ ორიგინალი სახელი „ევერტონ ატლეტიკი“ საბჭოს საკუთრებად აღიარა, ახალ კლუბს „ლივერპული“ ეწოდა.[4] სადებიუტო სეზონში კლუბმა მოიგო ლანკაშირული ლიგა და 1893–94 სეზონში შეუერთდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონს. სეზონის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ კლუბმა გადაინაცვლა პირველ დივიზიონში, სადაც ინგლისის ჩემპიონი გახდა 1901 და 1906 წელს.[5]

ლივერპული ასოციაციის თასის ფინალში პირველად 1914 წელს გავიდა, სადაც ბარნლისთან 1–0 დამარცხდა. კლუბმა პირველი დივიზიონი 1922 და 1923 წელს ზედიზედ მოიგო, რის შემდეგაც 1946–47 სეზონამდე აღარ გაჩემპიონებულა.[6] ლივერპულმა მორიგი თასის ფინალი არსენალთან 1950 წელს დათმო.[7] 1953–54 სეზონის შემდეგ კლუბი მეორე დივიზიონში დაქვეითდა.[8] 1958–59 წლის ასოციაციის თასიდან ლივერპული არა ლიგის წევრმა ვორჩესტერ სიტიმ (2–1) გამოაგდო. მალე მთავარ მწვრთნელად ინიშნება ბილ შენკლი. ახალი მწვრთნელის პირველი გადაწყვეტილება იყო კლუბიდან 24 ფეხბურთელის გაშვება და ენფილდზე სპეციალური ოთახის შექმნა, სადაც ის და სხვა შტაბის წევრები საფეხბურთო ტაქტიკებს განიხილავდნენ. შენკლის მიმდევრები და „ოთახის წევრები“ იყვნენ ჯო ფაგანი, რუბენ ბენეტი და ბობ პეიზლი, ამ უკანასკნელმა შენკლის შემდეგ გადაიბარა მთავარი მწვრთნელობა.[9]

 
ენფილდის გარეთ დადგმული ბილ შენკლის ქანდაკება. შენკლიმ 1947 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონობა

კლუბი პირველი დივიზიონს 1962 წელს დაუბრუნდა და იგი 1964 წელს მოიგო. 1965 წელს ლივერპული პირველად გახდა ასოციაციიის თასის გამარჯვებული. 1966 წელს კლუბი კვლავ იმარჯვებს პირველ დივიზიონში, მაგრამ მარცხდება უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში ბორუსია დორტმუნდთან.[10] 1972-73 სეზონში ლივერპულმა მოიგო ლიგა და უეფა-ს თასი, მომდევნო წელს ასოციაციის თასი.[11] 1976 სეზონში, პეიზლის მწვრთნელობის მეორე წელს, ლივერპული ლიგის და უეფა-ს თასის მფლობელი ხდება, მომდევნო წელს ლიგასთან ერთად პირველად ევროპის თას ეუფლება, მაგრამ 1977 წლის ასოციაციის თასის ფინალში მარცხდება. ლივერპულმა შეინარჩუნა 1978 წლის ევროპის თასი, 1979 წელს კი კვლავ გახდა პირველი დივიზიონის გამარჯვებული.[12] პეიზლის ცხრაწლიან პერიოდში კლუბმა 20 სხვადასხვა ტიტული მოიგო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, სამი ევროპის ლიგა, უეფას თასი, ექვსი ლიგა და სამი ლიგის თასი. ამ პერიოდში ლივერპულმა მხოლოდ ასოციაციის თასი ვერ მოიგო.[13]

1983 წელს პეიზლი შეცვლა მისმა ასისტენტმა ჯო ფაგანმა.[14] ლივერპულმა ფაგანის სადებიუტო წელს მოიგო ლიგა, ევროპის თასი და ლიგის თასი და გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში „ტრებლი“ შეასრულა.[15] ლივერპული კვლავ გავიდა ევროპის თასის 1985 წლის ფინალში, სადაც მოწინააღმდეგე იუვენტუსი იყო, თამაში ეიზელის სტადიონზე უნდა გამართულიყო. თამაშის დაწყებამდე ლივერპულის გულშემატკივრებდმა დაარღვიეს გამყოფი ღობეები და თავს დაესხნენ იუვენტუსის ფანებს, შედეგად სტადიონის სექციის საყრდენმა კედელმა ვერ გაუძლო ხალხის მასას და ჩამოინგრა, ეიზელის კატასტროფას 39 ადამიანი ემსხვერპლა. მატჩი ორივე მხარის პროტესტის მიუხედავად მაინც ჩატარდა, სადაც იუვენტუსმა 1–0 გაიმარჯვა. უეფამ სასჯელის სახით ყველა ინგლისური კლუბი ევრო ტურნირებიდან ხუთი წლით მოკვეთა, ლივერპულს ათწლიანი ბანი დაედო, რაც შემდეგ ექვს წლამდე შემცირდა. თოთხმეტი ლივერპულის გულშემატკივარი გასამართლდა უნებლიე მკვლელობის გამო.[16]

 
ჰილსბოროს კატასტროფის მემორიალი, სადაც 96 დაღუპულის სახელები წერია

ტრაგედიის შემდეგ ფაგანი წავიდა და მის ნაცვლად დაინიშნა კენი დალგლიში როგორც მოთამაშე-მწვრთნელი.[17] დალგლიშის პერიოდში კლუბმა მოიგო სამი ლიგა, სამი ლიგის თასი და ორი ასოციაციის თასი. 1985-86 სეზონში ლიგის და თასის მოგებით კლუბმა ინგლისში „დუბლი“ შეასრულა. ლივერპულის წარმატება დაჩრდილა ასოციაციის თასის ნახევარფინალში 1989 წლის 15 აპრილს მომხდარმა ჰილსბოროს კატასტროფამ, სადაც ასამდე ლივერპულის გულშემატკივარი სტადიონზე მომხდარ ჭყლეტვას ემსხვერპლა.[18] 94 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა 95-ე ადამიანი, ოთხი წლის შემდეგ კი კომაში გარდაიცვალა 96-ე მსხვერპლი.[19] კატასტროფის მთავარ მიზეზად პოლიციის კონტროლის არარსებობა დასახელდა. ჰილსბოროს შემდეგ სახელმწიფომ სტადიონების უსაფრთხოების წესები შეიმუშავა, რის შემდეგაც სრულად გაუქმდა დასადგომი ადგილები, მოშორდა გამყოფი ჯებირები სტადიონებსა და მოედანს შორის.[20]

1988-89 სეზონში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე გაურკვევლი იყო. ლივერპულმა ბოლო თამაში არსენალთან 0-2 წააგო, რის გამოც პირველი და მეორე ადგილის ქულათა რაოდენობა თანაბარი იყო, მაგრამ ბურთების სხვაობით არსენალს უკეთესი შედეგი ჰქონდა, რის გამოც ლივერპულმა ლიგა მეორე ადგილზე დაასრულა.[21]

დალგლიშის წასვლის შემდეგ 1991 წელს მთავარი მწვრთნელი ხდება გრემ სუნესი.[22] მისი ხელმძღვანელობით ლივერპულმა 1992 წლის თასის ფინალი მოიგო, მაგრამ ლიგაზე წარმატება მეექვსე ადგილს არ სცდებოდა, სუნესი 1994 წელს შეცვალა როი ევანზმა, ლივერპულმა 1995 წელს მოიგო ლიგის თასი.[23] მაქსიმუმი რაც ამ პერიოდში კლუბმა მიაღწია იყო მესამე ადგილი 1996 და 1998 წლის პრემიერლიგაში, ამავე წელს ევანზთან ერთად მწვრთნელად დაინიშნა ჟერარ ულიე, ნოემბერში ევანზი წავიდა.[24] 2001 წლის სეზონში ლივერპულმა „ტრებლი“ შეასრულა და მოიგო: ასოციაციის თასი, ლიგის თასი და უეფას თასი.[25] 2001-02 პრემიერლიგაში ლივერპულმა მეორე ადგილი დაიკავა და რამდენიმე ქულით ჩამორჩა არსენალს.[26] 2003 წელს კლუბი მეოთხედ გახდა ლიგის თასის მფლობელი.[27][28]

 
2005 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი

2003-04 სეზონში ულიე გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელი გახდა რაფაელ ბენიტესი. ლივერპულმა მილანი დაამარცხა და მოიგო 2004-05 წლის ჩემპიონთა ლიგა, თამაში ფრედ 3-3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლივერპულმა უკეთესი შედეგი აჩვენა.[29] მომდევნო წელს ლივერპულმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და გავიდა 2006 წლის ასოციაციის თასის ფინალში, სადაც ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა ვესტ ჰემ იუნაიტედი.[30] 2006-07 სეზონში კლუბი ამერიკელი ბიზნესმენების ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიქსის მფლობელობაში გადავიდა, ლივერპულის ღირებულება დავალიანებებთან ერთად შეფასდა £218.9 მილიონად.[31] ლივერპული გავიდა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მეტოქე კვლავ მილანი იყო, 2005 წლისგან განსხვავებით ამჯერად თამაში იტალიელების სასარგებლოდ 2–1 დასრულდა.[32] 2008-09 პრემიერლიგაში კლუბმა 86 ქულა დააგროვა, ეს ლივერპულისთვის მაქსიმუმი იყო, მაგრამ მაინც ჩამორჩა მანჩესტერ იუნაიტედს.[33]

2009-10 პრემიერლიგა კლუბმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ბენიტესი შეცვალა[34] ფულემის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა.[35] 2010–11 სეზონში ვალების გამო ლივერპული გაკოტრების პირას მივიდა, 2010 წლის ოქტომბერში კლუბი გაიყიდა და ახალი მფლობელი გახდა Fenway Sports Group.[36] ლივერპული ლიგაზე საშინელ შედეგებს აჩვენებდა, რის გამოც სეზონის შუაში ჰოჯსონი გაუშვეს და მწვრთნელად დაბრუნდა კენი დალგლიში.[37] 2011–12 სეზონში ლივერპულმა მერვედ მოიგო ლიგის თასი და ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ პრემიერლიგაში მერვე ადგილი დაიკავა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი იყო. სეზონის ბოლოს დალგლიში გაუშვეს.[38][39] მთავარი მწვრთნელი გახდა ბრენდან როჯერსი.[40] 2013-14 სეზონში ლივერპულმა ბოლო პერიოდის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და ლიგის მოგების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ბოლო ტურებში დაკარგული ქულების გამო, ტურნირი მეორე ადგილზე დასრულდა. ამ სეზონში ლივერპულა პრემიერლიგაში 101 გოლი გაიტანა, რაც 1895-96 სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.[41][42] 2014-15 პრემიერლიგის ცუდად დაწყების გამო 2015 წლის ოქტომბერში როჯერსი გაათავისუფლეს.[43]

როჯერსი შეცვალა იურგენ კლოპმა.[44] გერმანელი სპეციალისტის სადებიუტო სეზონში კლუბი გავიდა ლიგის თასის და ევროპა ლიგის ფინალში, მაგრამ ორივეგან დამარცხდა.[45] ლივერპულმა 2018-19 პრემიერლიგაში 97 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი თამაში წააგო, რაც მეორე ადგილოსანისთვის მაქსიმალურია.[46] კლოპმა ლივერპული გაიყვანა 2018 და 2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პირველი ფინაალი დათმო, მაგრამ 2019 წელს ტოტენჰემ ჰოტსპურის 2–0 დამარცხებით მეექვსედ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგას.[47][48] ლივერპულმა ბრაზილიურ ფლამენგოს 1–0 მოუგო და პირველად ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.[49] 2019-20 პრემიერლიგაში გამარჯვებით კი ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ კლუბმა მეცხრამეტედ მოიგო ინგლისის ჩემპიონობა (პირველი პრემიერლიგა).[50]

ფერი და ლოგო

რედაქტირება
 
ლივერპულის ფორმა 1892 -1896 წლებში[51]

ლივერპულის ფერად მიჩნეულია წითელი, თუმცა კლუბის დაარსების წლებში ფეხბურთელების ფორმა ლურჯი იყო და ჰგავდა თანამედროვე ევერტონის ფორმას. ლურჯი და თეთრი ფერი 1894 წელს ჩანაცვლდა წითლით.[3] ქალაქის სიბოლო ლივერპულის ჩიტი კლუბის ლოგოდ 1901 წელს იქცა, თუმცა ფორმაზე 1955 წლამდე არ გამოჩენილა. ლივერპული გამოდიოდა წითელი მაისურით და თეთრი შორტით, 1964 წელს ბილ შენკილიმ გადაწყვიტა რომ ფეხბურთელების ფორმა მთლიანად წითელი ყოფილიყო.[51] იან სტ ჯონი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, თუ როგორ გადაწყვიტა ბილ შენკილმ ანდერლეხტთან მატჩის წინ ფორმის შეცვლა.

მას [შენკლი] მიაჩნდა, რომ ფერს ფსიქოლოგიური ეფექტის მოხდენა შეეძლო - წითელი, როგორც საფრთხე, წითელი, როგორც ძალა. ის გასახდელ ოთახში შემოვიდა და რონ იეტს წითელი შორტები ესროლა და უთხრა „ჩაიცვი და ვნახოთ როგორი იქნება“, ამის შემდეგ მან თქვა „ღმერთო, რონი შენ საშინლად შემაშინებლად გამოიყურები, 7 ფუტით უფრო მაღალი ჩანხარ“. „რატომ არ უნდა გამოვიყურებოდეთ ასე?“, მე ვთქვი „რატომ არ უნდა გვეცვას ასევე წითელი წინდები?“. შენკლი თანახმა იყო ამაზე და ასე დაიბადა ლივერპულის საკულტო ფორმა.[52]

ლივერპულის გასვლის ფორმა სრულად არასოდეს ყოფილა ყვითელი, ან თეთრი მაისური და შავი შორტები, მაგრამ გარკვეული ექსპერიმენტები ფერებში მაინც არსებობდა სხვადასხვა პერიოდში. სრულად ნაცრისფერი ფორმა დამტკიცდა 1987 წელს, რომელსაც ასევე გამოიყენებდნენ 1991-92 სეზონში, რომელიც შეცვალა მწვანე პერანგმა და თეთრმა შორტებმა. 1990-იან წლებში კლუბის გასვლით ფორმაზე სხვადასხვა ფერის კომბინაციებიც გვხდება, ოქროსფერი და მუქი ლურჯი, შავი და ნაცრისფერი და ეკრუ. 2008–09 სეზონამდე კლუბის ფერებში გვხვდება ყვითელი და თეთრი, მას შემდეგ კი შეიცვალა ნაცრისფერი ფორმით. კლუბს აქვს მესამე ფორმა ევროპული ტურნირებისთვის, მას ასევე იყენებენ შიდა ჩემპიონატშიც, თუ გასვლის ფორმის და მასპინძლის ფორმის ფერი ერთმანეთს ემთხვევა. 2012-დან 2015 წლამდე ტანსაცმლის სპონსორი იყო Warrior Sports, მათ ახალი მოდელი 2012–13 სეზონის სტარტზე წარადგინეს.[53] 2015 წლის თებერვალში, Warrior-ის მშობელმა კომპანია New Balance-მა განაცხადა რომ ის აპირებდა ფეხბურთში შესვლას,Warrior-ის შემდეგ სპონსორობა დაეკისრა New Balance.[54] 1985 წლამდე ლივერპულის ტანსაცმელს მხოლოდ ერთი სპონსორი Umbro ჰყავდა, რომელიც შეცვალა Adidas-მა, 1996 წლიდან 2006 წლამდე იყო Reebok. 2006 დან 2012-მდე კვლავ ადიდასი .[55] 2020-21 წლიდან კლუბის ახალი სპონსორი ხდება Nike.[56]

 
ლივერპულის ლოგო შენკლის კარიბჭეზე

ლივერპული იყო პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც 1979 წელს სპონსორ Hitachi-ის ლოგო მაისურზე გამოსახა.[57] მას შემდეგ სპონსორები იყვნენ: Crown Paints, Candy, Carlsberg და Standard Chartered. 1992 წელს Carlsberg-თან გაფორმებული ხელშეკურელბა იყო ყველაზე ხანგრძლივი ინგლისურ ფეხბურთში.[58] Carlsberg-თან კონტრაქტი დასრულდა 2010–11 სეზონის დასაწყისში, მას შემდეგ სპონსორი გახდა Standard Chartered Bank.[59]

ლივერპულის ემბლემა ჩიტი ადრე მაისურის მკერდზე იყო გაამოსახული. 1992 წელს კლუბის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოგოს ახალი ვერსია შეიქმნა, რომელზეც გამოსახეს შენკლის ჭიშკარი. მომდევნო წელს კლუბის ლოგოს ორივე კუთხეში დაამატეს ცეცხლი, რაც მარადიული ცეცხლია და პატივს მიაგებს ჰილსბროს კატასტროფაში დაღუპულებს.[60] 2012 წლის Warrior Sports-მა ფორმიდან მოხსნა ჩირღდნები, დარჩა მხოლოდ ლოგო.[61]

პარტნიორები და მაისურის სპონსორები

რედაქტირება
პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორის ლოგო (წინიდან) სპონსორის ლოგო (სახელოზე)
1973–1979 Umbro არა არა
1979–1982 Hitachi
1982–1985 Crown Paints
1985–1988 Adidas
1988–1992 Candy
1992–1996 Carlsberg
1996–2006 Reebok
2006–2010 Adidas
2010–2012 Standard Chartered
2012–2015 Warrior Sports
2015–2017 New Balance
2017–2020 Western Union
2020– Nike

მუსიკა დაწერილია რიჩარდ როჯერსის, ხოლო ტექსტი – ოსკარ ჰამერსტეინის მიერ. მათ ეს სიმღერა შექმნეს მიუზიკლ „კარუსელისთვის“ 1945 წელს. თავდაპირველად სიმღერა პოპულარული იმან გახადა, რომ თავის დროზე მას ისეთი მომღერლები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი და სხვები.

დიდი წარმატება You”ll never walk alone-ს 60-იანმა წლებმა მოუტანა, რადგანაც სიმღერა ჩაიწერა და გადააკეთა ცნობილმა ჯგუფმა ლივერპულიდან – Gerry & The Pacemakers-მა. 1963 წლის 26 ოქტომბერს სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. მალე სიმღერა გახდა ჰიმნი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ამ სიმღერას რამდენიმე წუთით ადრე მატჩის დაწყებამდე და საფინალო სასტვენის შემდეგ.სიტყვები – You”ll never walk alone გამოჩნდა კლუბის ემბლემაზე, აგრეთვე გაკეთდა წარწერა იგივე სიტყვებით ენფილდ როუდის შესასვლელში.

მთელ მსოფლიოში ამ სიმღერის დასახელება ასოცირდება სწორედ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულთან“. დღეს You”ll never walk alone შეიძლება მოისმინო შემდეგი ქვეყნების კლუბების ქომაგთა მიერ:

სტადიონი

რედაქტირება
 
ენფილდი ლივერპულის საშინაო არენა

ენფილდი აშენდა 1884 წელს სტენლი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრში. თავდაპირველად აქ თამაშობდა ევერტონი, სტადიონის მფლობელ ჯონ ჰოულდინგთან უთანხმოების შემდეგ კი გუდისონ პარკზე გადავიდნენ.[62] 1892 წელს სტადიონის დაცარიელების შემდეგ ჰოულდინგმა ახალი კლუბი დააარსა, თავდაპირველად ენფილდის ტევადობა 20,000 იყო, ლივერპულის პირველ თამაშს ენფილდზე 100 გულშემატკივარი დაესწრო.[63]

სტადიონზე კოპის სეცია პირველად 1906 წელს აშენდა, სადაც გულშემატკივრები სექტემბერში „სტოკ სიტისთან“ მატჩზე გამოჩნდნენ.[64] სექციას ამავე წელს ოფიციალურად ეწოდა სპიონ კოპის სახელი.[65] რაც უკავშირდება ბურების მეორე ომს, სადაც ერთ-ერთ ბრძოლაში 300-მდე ლაკაშირელი დაიღუპა, უმეტესობა ლივერპულიდან.[66] სულ კოპის სექციაში 28,000 ადამიანს შეეძლო ფეხზე დადგომა. ინგლისის არაერთ სტადიონზე იყო კოპის სტენდი, მაგრამ ენფილდის კოპის სექცია ყველაზე დიდი იყო და ზოგ თამაშში აქ უფრო მეტი ადამიანი იკრიბებოდა ვიდრე მთლიან სტადიონზე.[67]

1990-იან წლებში ენფილდზე შესაძლებელი იყო 60,000-მდე გულშემატკივარის დასწრება. ტეილორის დადგენილების მიხედვით უსაფრთხოების გამო ყველა სტადიონი ვალდებული გახდა ფეხზე დასადგომი ადგილები გაეუქმებინდა, 1993-94 სეზონის შემდეგ სტადიონის მოცულობა შემცირდა 45,276-მდე.[68] დადგენილებამ ხელი შეუწყო კემლინ როუდის სექციის რესტავრაციას, ამ ადგილს 2017 წლამდე ერქვა საუკუნოვანი სტენდი, მას შემდეგ კი კენი დალგლიშის სტენდის სახელს ატარებს. 1998 წელს ენფილდ როუდის გასწვრივ ახალი სექცია დაემატა, მაგრამ მის გახსნას პრობლემები მოყვა, რის გამოც გამაგრდა დამატებით ბოძების ჩასმით.[69]

ენფილდის გაფართოების პრობლემურობის გამო 2002 წელს ლივერპულმა ახალი სტადიონის სტენლი პარკის სტადიონის მშენებლობის შესახებ განაცხადა.[70] 2006 წელს ქალაქის საკრებულომ იჯარის წესით ტერიტორია გამოყო.[71] 2007 წელს კლუბის მფლობელების შეცვლის შემდეგ, შეიქმნა სტადიონის ახალი პროექტი, რომელიც საკრებულობ რამდენიმე თვეში დაამტკიცა. სტადიონი უნდა გახსნილიყო 2011 წელს და სულ 60,000 გულშემატკივრისთვის იქნებოდა განკუთვნილი.[72] სტადიონის მშნებლობა ფინანსური პრობლემების გამო 2008 წელს შეჩერდა.[73] ლივერპულის მფლობელების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში, BBC Sport-ის ცნობით ვიდრე ახალი სტადიონი აშენდებდა იგეგმებოდა ენფილდის განახლება. ამით სტადიონის ტევადობა გაიზრდებოდა 45,276-მდე და დაჯდებოდა £150 მილიონი.[74] ახალი რეკონსტრუქციის შემდეგ ენფილდზე დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 54,074-მდე. ეს ენფილდის რეკონსტრუქციის £260 მილიონიანი პროექტის ნაწილი იყო. იურგენ კლოპმა ენფილდზე ჩატარებული სამუშაობს „შთამბეჭდავი“ უწოდა.[75]

მეტოქეები

რედაქტირება
 
ლივერპულის ფეხბურთელები (ნაცრისფერი) ოლდ ტრაფორდზე 2009 წლის 14 მარტი, ლივერპულმა ეს თამაში 4–1 მოიგო

ლივერპულს ყველაზე დიდხნიანი დაპირისპირება აქვს თანაქალაქელ ევერტონთან, ორი კლუბის შეხვედრა მერსისაიდული დერბის სახელით არის ცნობილი. დაპირისპირება სათავეს კლუბის შექმნის წლებიდან იღებს, როცა ევერტონის საბჭოსა და კლუბის პრეზიდენტს შორის უთანხმოება წარმოიშვა ენფილდის საკითხზე.[76] მერსისაიდული დერბი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც გულშემატკივრები რაიმე ფაქტორით არ ახდენენ ერთმანეთისგან გამიჯვნას, ამიტომ ხშირად მოიხსენიება როგორც „მეგობრული დერბი“.[77] 1980-იანი წლების შემდეგ მეტოქეობა კიდევ უფრო მწვავე გახდა, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ თამაშებში ხშირია წითელი ბარათები.[78] ქალაქში ლივერპულის მხარდამჭერები უფრო მრავლად არიან ვიდრე ევერტონის.[79]

ქალაქ ლივერპულსა და მანჩესტერს შორის მეტოქეობა მე-19 საუკუნიდან ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად იწყება.[80] France Football-ის მიხედვით ლივერპული და მანჩესტერი ინგლისის ორი ყველაზე წარმატებული კლუბია, მათ ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მოგებული როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ევროპულ ტურნირები.[81][82] ამ ორი კლუბის ერთმანეთთან თამაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სანახაობრივ დაპირისპირებად მიიჩნევა.[83][84][85] 1964 წლიდან 1967 წლამდე ლივერპული და იუნაიტედი მონაცვლეობით ხდებოდა ინგლისის ჩემპიონი,[86] 1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის თასი მოიგო, რასაც მოყვა ლივერპულის ოთხჯერ ევროპის თასის მოგება.[87] ჯამში ლივერპულის და მანჩესტერის ანგარიშზე 39 ლიგა და 9 ჩემპიონთა ლიგაა.[86] 1970-იან და 1980-იან წლებში ლივერპული დომინირებდა, მას შემდეგ, რაც ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატი პრემიერლიგად გადაკეთდა წარამტება იუნაიტედისკენ გადაიხარა, ლივერპულმა კი 30 წელი ინგლისის ჩემპიონობის გარეშე გაატარა.[88] ამ ორმა კლუბმა პირველ და მეორე ადგილზე ლიგა მხოლოდ ხუთჯერ დაასრულეს.[86] იშვიათია ერთი კლუბიდან მეორეში ფეხბურთელის გადასვლა. ბოლო ტრანსფერი შედგა 1964 წელს, როცა მანჩესტერ იუნაიტედის ფილ ჩიზნალიმ კარიერა ლივერპულში გააგრძელა.[89]

ფეხბურთელები

რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ბრაზილია ალისონი
2 მცველი   ინგლისი ჯო გომესი
3 ნახევარმცველი   იაპონია ვატარუ ენდო
4 მცველი   ნიდერლანდები ვირჯილ ვან დაიკი (კაპიტანი)
5 მცველი   საფრანგეთი იბრაჰიმა კონატე
6 ნახევარმცველი   ესპანეთი ტიაგო ალკანტარა [90]
7 თავდამსხმელი   კოლუმბია ლუის დიასი
8 ნახევარმცველი   უნგრეთი დომინიკ სობოსლაი
9 თავდამსხმელი   ურუგვაი დარვინ ნუნიესი
10 ნახევარმცველი   არგენტინა ალექსის მაკ ალისტერი
11 თავდამსხმელი   ეგვიპტე მოჰამედ სალაჰი
13 მეკარე   ესპანეთი ადრიანი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 ნახევარმცველი   ინგლისი კურტის ჯოუნსი
18 თავდამსხმელი   ნიდერლანდები კოდი გაკპო
19 ნახევარმცველი   ინგლისი ჰარვი ელიოტი
20 თავდამსხმელი   პორტუგალია დიოგუ ჟოტა
21 მცველი   საბერძნეთი კოსტას ციმიკასი
26 მცველი   შოტლანდია ენდრიუ რობერტსონი
32 მცველი   კამერუნი ჟოელ მატიპი
38 ნახევარმცველი   ნიდერლანდები რაიან გრავენბერხი
43 ნახევარმცველი   ესპანეთი სტეფან ბაიცეტიჩი
50 თავდამსხმელი   შოტლანდია ბენ დოუკი
62 მეკარე   ირლანდია კუივინ კელეჰერი
66 მცველი   ინგლისი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

კლუბის კაპიტნები

რედაქტირება

1892 წლიდან ლივერპულს 45-მა ფეხბურთელმა უკაპიტნა.[91] ენდრიუ ჰანა იყო პირველი კაპიტანი, მას შემდეგ რაც კლუბი დაშორდა ევერტონს და დამოუკიდებელი ასპარეზობა დაიწყო. ალექს რაისბეკი ლივერპულს მეთაურობდა 1899 წლიდან 1909 წლამდე და ითვლებოდა ყველაზე ხანგრძლივ კაპიტნად, ეს რეკორდი გააუმჯობესა სტივენ ჯერარდმა, 2003–04 სეზონის შემდეგ მან 12 სეზონი გაატარა კაპიტნის სამკლაურით.[91] 2015 წელს ჯერარდი ლოს ანჯელეს გალაქსში წავიდა, შემცვლელი გახდა ჯორდან ჰენდერსონი.[92]

სახელი პერიოდი
  ენდრიუ ჰანა 1892–1895
  ჯიმი როზი 1895–1897
  ჯონ მაკკარტნი 1897–1898
  ჰარი სტორერი 1898–1899
  ალექს რაისბეკი 1899–1909
  ართურ გოდარი 1909–1912
  ეფროიმ ლონგუორტი 1912–1913
  ჰარი ლოუ 1913–1915
  დონალდ მაკინლი 1919–1920
  ეფროიმ ლონგუორტი 1920–1921
  დონალდ მაკინლი 1921–1928
  ტომ ბრომილოუ 1928–1929
  ჯეიმზ ჯექსონი 1929–1930
  ტომ მორისონი 1930–1931
  ტომ ბრედშოუ 1931–1934
სახელი პერიოდი
  ტომ კუპერი 1934–1939
  მეთ ბასბი 1939–1940
  უილი ფაგანი 1945–1947
  ჯეკ ბალმერი 1947–1950
  ფილ ტეილორი 1950–1953
  ბილ ჯონსი 1953–1954
  ლორი ჰაგზი 1954–1955
  ბილი ლიდლი 1955–1958
  ჯონი უელერი 1958–1959
  რონი მორანი 1959–1960
  დიკ უაითი 1960–1961
  რონ იეტსი 1961–1970
  ტომ სმიტი 1970–1973
  ემლინ ჰაგზი 1973–1978
  ფილ ტომპსონი 1978–1981
სახელი პერიოდი
  გრემ სუნესი 1982–1984
  ფილ ნილი 1984–1985
  ალან ჰანსენი 1985–1988
  რონი უელანი 1988–1989
  ალან ჰანსენი 1989–1990
  რონი უელანი 1990–1991
  სტივ ნიკოლი 1990–1991
  მარკ ვრაითი 1991–1993
  იან რაში 1993–1996
  ჯონ ბარნსი 1996–1997
  პოლ ინსი 1997–1999
  ჯეიმი რედნაპი 1999–2002
  სამი ჰიუპია 2001–2003
  სტივენ ჯერარდი 2003–2015
  ჯორდან ჰენდერსონი 2015–

სეზონის ფეხბურთელები

რედაქტირება
 
სტივენ ჯერარდი ოთხგზის გამარჯვებული
 
ლუის სუარესი ორგზის გამარჯვებული
სეზონი სახელი ეროვნება პოზიცია Notes Ref.
2001–02 სამი ჰიუპია   ფინეთი მცველი [93]
2002–03 დენი მურფი   ინგლისი ნახევარმცველი [94]
2003–04 სტივენ ჯერარდი   ინგლისი ნახევარმცველი [95]
2004–05 ჯეიმი კარაგერი   ინგლისი მცველი გულშემატკივრებმა სტივენ ჯერარდი ასევე შეარჩიეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ [96]
2005–06 სტივენ ჯერარდი (2)   ინგლისი ნახევარმცველი ასევე მოიგო PFA წლის ფეხბურთელი [97]
2006–07 სტივენ ჯერარდი (3)   ინგლისი ნახევარმცველი [98]
2007–08 ფერნანდო ტორესი   ესპანეთი თავდამსხმელი [99]
2008–09 სტივენ ჯერარდი (4)   ინგლისი ნახევარმცველი ასევე მოიგო ინგლისელი საფეხბურთო ჟურნალისტების წლის ფეხბურთელი [100]
2009–10 პეპე რეინა   ესპანეთი მეკარე [101]
2010–11 ლუკას ლეივა   ბრაზილია ნახევარმცველი [102]
2011–12 მარტინ შკრტელი   სლოვაკეთი მცველი [103]
2012–13 ლუის სუარესი   ურუგვაი თავდამსხმელი [104]
2013–14 ლუის სუარესი (2)   ურუგვაი თავდამსხმელი ასევე მოიგო PFA წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის სეზონის ფეხბურთელები და ინგლისელი საფეხბურთო ჟურნალისტების წლის ფეხბურთელი [105]
2014–15 ფელიპე კოუტინიო   ბრაზილია ნახევარმცველი [106]
2015–16 კოუტინიო, ფელიპეფელიპე კოუტინიო (2)   ბრაზილია ნახევარმცველი [107]
2016–17 სადიო მანე   სენეგალი თავდამსხმელი [108]
2017–18 მოჰამედ სალაჰი   ეგვიპტე თავდამსხმელი ასევე მოიგო PFA წლის ფეხბურთელი, PFA ფანების წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის სეზონის ფეხბურთელები და ინგლისელი საფეხბურთო ჟურნალისტების წლის ფეხბურთელი [109]
2018–19 ვირჯილ ვან დეიკი   ნიდერლანდები მცველი ასევე მოიგო PFA წლის ფეხბურთელი, პრემიერლიგის სეზონის ფეხბურთელები და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი [110]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Liverpool's ranking in world's richest teams revealed as Reds generate £533m revenue“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 7 March 2020.
  2. Ozanian, Mike. „The Business Of Soccer“. Forbes. ციტირების თარიღი: 17 August 2019.
  3. 3.0 3.1 Liverpool Football Club is formed. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2010. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  4. Graham 1985, p. 14.
  5. Graham 1985, pp. 16–18.
  6. Graham 1985, p. 20.
  7. Liversedge 1991, p. 14.
  8. Kelly 1988, pp. 50–51.
  9. Kelly 1988, p. 57.
  10. 1965/66: Stan the man for Dortmund. Union of European Football Associations (UEFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2014.
  11. Kelly 1999, p. 86.
  12. Pead 1986, p. 414.
  13. Kelly 1988, p. 157.
  14. Kelly 1988, p. 158.
  15. Cox, Russell & Vamplew 2002, p. 90.
  16. „On This Day – 29 May 1985: Fans die in Heysel rioting“. BBC. 29 May 1985. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  17. Kelly 1988, p. 172.
  18. „On This Day – 15 April 1989: Soccer fans crushed at Hillsborough“. BBC. 15 April 1989. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  19. Pithers, Malcolm (22 December 1993). „Hillsborough victim died 'accidentally': Coroner says withdrawal of treatment not to blame“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 August 2010.
  20. „A hard lesson to learn“. BBC. 15 April 1999. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  21. Cowley, Jason (29 March 2009). „The night Football was reborn“. The Observer. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
  22. Liversedge 1991, pp. 104–105.
  23. Scully, Mark (22 February 2012). „LFC in the League Cup final: 1995 – McManaman masterclass wins praise from wing wizard Matthews“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 2 February 2020.
  24. Kelly (1999). The Boot Room Boys: Inside the Anfield Boot Room, გვ. 227. 
  25. „Houllier acclaims Euro triumph“. BBC Sport. 16 May 2001. ციტირების თარიღი: 24 March 2007.
  26. „Houllier 'satisfactory' after surgery“. BBC Sport. 15 October 2001. ციტირების თარიღი: 13 March 2007.
  27. „Liverpool lift Worthington Cup“. BBC Sport. 2003-03-02. ციტირების თარიღი: 2 February 2020.
  28. English Premier League 2003–2004: Table. Statto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  29. „AC Milan 3–3 Liverpool (aet)“. BBC Sport. 25 May 2005. ციტირების თარიღი: 15 April 2007.
  30. „Liverpool 3–3 West Ham (aet)“. BBC Sport. 13 May 2006. ციტირების თარიღი: 26 August 2010.
  31. „US pair agree Liverpool takeover“. BBC Sport. 6 February 2007. ციტირების თარიღი: 2 March 2007.
  32. McNulty, Phil (23 May 2007). „AC Milan 2–1 Liverpool“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 23 May 2007.
  33. Liverpool's top-flight record. LFC History. ციტირების თარიღი: 19 August 2011.
  34. „Rafael Benitez leaves Liverpool: club statement“. The Daily Telegraph. 3 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 3 June 2010.
  35. Liverpool appoint Hodgson. Liverpool F.C (1 July 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 July 2010. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  36. Gibson, Owen (15 October 2010). „Liverpool FC finally has a new owner after 'win on penalties'. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 November 2010.
  37. „Roy Hodgson exits and Kenny Dalglish takes over“. BBC Sport. 8 January 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2011.
  38. Bensch, Bob; Panja, Tariq (16 May 2012). „Liverpool Fires Dalglish After Worst League Finish in 18 Years“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 June 2012.
  39. Ingham, Mike. (16 May 2012) Kenny Dalglish sacked as Liverpool manager. BBC. ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  40. Liverpool manager Brendan Rodgers to 'fight for his life'. BBC (1 June 2012). ციტირების თარიღი: 10 June 2012.
  41. Ornstein, David (12 May 2014). „Liverpool: Premier League near-miss offers hope for the future“. BBC Sport. BBC. ციტირების თარიღი: 7 August 2014.
  42. Goals. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 August 2012. ციტირების თარიღი: 27 August 2012.
  43. „Brendan Rodgers: Liverpool boss sacked after Merseyside derby“. BBC Sport. 4 October 2015. ციტირების თარიღი: 10 October 2015.
  44. Smith, Ben (8 October 2015). „Liverpool: Jurgen Klopp confirmed as manager on £15m Anfield deal“. BBC Sport. BBC. ციტირების თარიღი: 10 October 2015.
  45. „Liverpool 1–3 Sevilla“. BBC. 18 May 2016.
  46. „Premier League: The numbers behind remarkable title battle“ (ინგლისური). BBC. 12 May 2019. ციტირების თარიღი: 19 May 2019.
  47. „Liverpool beat Spurs to become champions of Europe for sixth time“. BBC. ციტირების თარიღი: 1 June 2019.
  48. „Real Madrid 3-1 Liverpool“ (ინგლისური). BBC. 26 May 2018. ციტირების თარიღი: 19 May 2019.
  49. „Firmino winner seals Club World Cup win“. BBC. ციტირების თარიღი: 21 December 2019.
  50. „Liverpool win Premier League: Reds' 30-year wait for top-flight title ends“. BBC. ციტირების თარიღი: 25 June 2020.
  51. 51.0 51.1 Historical LFC Kits. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 July 2010. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  52. St. John, Ian (9 October 2005). „Shankly: the hero who let me down“. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  53. LFC and Warrior announcement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2012. ციტირების თარიღი: 18 January 2012.
  54. Badenhausen, Kurt (4 February 2015). „New Balance Challenges Nike And Adidas With Entry into Global Soccer Market“. Forbes. ციტირების თარიღი: 4 February 2015.
  55. Crilly 2007, p. 28.
  56. „LFC announces multi-year partnership with Nike as official kit supplier from 2020-21“. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 7 January 2020.
  57. Dart, James; Tinklin, Mark (6 July 2005). „Has a streaker ever scored?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 16 August 2007.
  58. Espinoza, Javier (8 May 2009). „Carlsberg and Liverpool might part ways“. Forbes. ციტირების თარიღი: 23 July 2008.
  59. „Liverpool and Standard Chartered announce sponsorship deal“. Standard Chartered Bank. 14 September 2009. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  60. Hillsborough. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  61. Liverpool kit launch sparks anger among Hillsborough families. BBC Sport. BBC (11 May 2012). ციტირების თარიღი: 17 May 2012.
  62. Liversedge 1991, p. 112.
  63. Kelly 1988, p. 187.
  64. Moynihan 2009, p. 24.
  65. Liversedge 1991, p. 113.
  66. Kelly 1988, p. 188.
  67. Pearce, James (23 August 2006). „How Kop tuned into glory days“. Liverpool Echo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2009. ციტირების თარიღი: 6 December 2008.
  68. (2010) „Club Directory“, Premier League Handbook Season 2010/11. Premier League, გვ. 35. 
  69. Anfield. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 15 August 2010.
  70. Hornby, Mike. (31 July 2004) Reds stadium gets go-ahead. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 12 September 2006.
  71. „Liverpool get go-ahead on stadium“. BBC Sport. 8 September 2006. ციტირების თარიღი: 8 March 2007.
  72. „Liverpool's stadium move granted“. BBC. 6 November 2007. ციტირების თარიღი: 22 August 2010.
  73. „Liverpool stadium 'will be built'. BBC Sport. 17 September 2009. ციტირების თარიღი: 28 July 2011.
  74. Smith, Ben (15 October 2012). „Liverpool to redevelop Anfield instead of building on Stanley Park“. BBC Sport. BBC. ციტირების თარიღი: 16 August 2014.
  75. „Liverpool's new Main Stand boosts Anfield capacity to 54,000“. BBC News. BBC. 9 September 2016. ციტირების თარიღი: 27 September 2019.
  76. Classic: Everton-Liverpool. Fédération Internationale de Football Association (FIFA) (11 September 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2009. ციტირების თარიღი: 20 December 2008.
  77. Smith, Rory (24 January 2009). „Liverpool and Everton no longer play the 'friendly derby' as fans become more vitriolic“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 26 August 2010.
  78. Smith, Rory (7 February 2010). „Liverpool 1 Everton 0: match report“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 20 July 2011.
  79. „Everton's research confirms Liverpool fans vastly outweigh them in the city“. MSN. 20 February 2020.
  80. Rohrer, Finlo (21 August 2007). „Scouse v Manc“. BBC. ციტირების თარიღი: 3 April 2008.
  81. Bray, Joe (12 February 2019). „Manchester United ranked as the biggest football club in England ahead of Liverpool FC“. Manchester Evening News. ციტირების თარიღი: 4 January 2020.
  82. Taylor, Daniel (21 October 2019). „Manchester United v Liverpool: the battle for Asia“. The Athletic. ციტირების თარიღი: 4 January 2020.
  83. „Manchester United v Liverpool: The biggest game in football“. Sky Sports. ციტირების თარიღი: 3 January 2019.
  84. „The 20 biggest rivalries in world football ranked – Liverpool vs Manchester Utd“. The Telegraph. 20 March 2015. ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  85. The 7 Greatest Rivalries in Club Football: From Boca to the Bernabeu (26 November 2013). ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  86. 86.0 86.1 86.2 Cox, Michael (12 December 2014). „Man Utd vs. Liverpool is close to a classic rivalry, but lacks major drama“. ESPN FC.
  87. Liverpool VS Manchester United: Red rivalry on England's north-west. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 3 February 2015.
  88. Jolly, Richard (13 December 2014). „Manchester United – Liverpool remains English football's No.1 rivalry“. Goal.com.
  89. Ingle, Sean; Murray, Scott (10 May 2000). „Knowledge Unlimited“. The Guardian. ციტირების თარიღი: 26 February 2008.
  90. Shaw, Chris. (10 August 2015) Milner on vice-captain honour and Coutinho class. Liverpool F.C.. ციტირების თარიღი: 20 July 2018.
  91. 91.0 91.1 „Captains for Liverpool FC since 1892“. Liverpool F.C. 29 April 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2009. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
  92. „Steven Gerrard: LA Galaxy confirm deal for Liverpool captain“. BBC Sport. 7 January 2015. ციტირების თარიღი: 25 August 2015.
  93. Eaton, Paul. (13 May 2002) We speak to YOUR Player of the Season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  94. Eaton, Paul. (7 May 2003) Murphy named Reds Player of the Season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  95. Gerrard delighted with Player of the Year vote. Liverpool F.C. (21 May 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  96. Hunter, Steve. (4 May 2005) Carra wins .tv player of the season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  97. Rogers, Paul. (23 May 2006) It's Official: LFC Player of the Season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  98. Gerrard voted fans' player of the season. Liverpool F.C. (26 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  99. Eaton, Paul. (19 May 2008) Vote result: LFC Player of the Season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  100. Carroll, James. (4 June 2009) LFC Player of the Season: Steven Gerrard. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 June 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  101. Rice, Jimmy. (11 May 2010) Reina crowned Player of 09–10. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 April 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  102. Carroll, James (24 May 2011). „Lucas scoops 2010–11 award“. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2012. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  103. Carroll, James. (14 May 2012) Skrtel named LFC Player of Season. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 April 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  104. Shaw, Chris. (28 May 2013) Your player of the season revealed. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2013. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  105. Carroll, James. (27 May 2014) Suarez wins another season award. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  106. Shaw, Chris. (19 May 2015) Phil wins four prizes at Players' Awards. Liverpool F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  107. Quartet of accolades for Philippe Coutinho at LFC Players' Awards. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 12 May 2016.
  108. Shaw, Chris. (9 May 2017) Sadio Mane takes top prizes at LFC Players' Awards. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 10 May 2016.
  109. Shaw, Chris. (10 May 2018) Mohamed Salah takes top prizes at LFC Players' Awards. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 10 May 2018.
  110. Shaw, Chris. (27 May 2019) Revealed: The LFC Players' Awards 2019 winners. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 27 May 2019.