შინაარსზე გადასვლა

ჭეშოსმთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭეშოსმთა
კოორდინატები: 42°29′55″ ჩ. გ. 45°39′00″ ა. გ. / 42.498833° ჩ. გ. 45.650167° ა. გ. / 42.498833; 45.650167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ჩეჩნეთი
სიმაღლე 4086 
ქედი პირიქითი ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი, თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ჭეშოსმთა — საქართველო
ჭეშოსმთა
ჭეშოსმთა — კახეთის მხარე
ჭეშოსმთა

ჭეშოსმთამთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედის თხემზე, მდინარე პირიქითის ალაზნის მარცხენა შენაკადის — დიდიხევის სათავეში, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4086 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. რელიეფი კლდოვანია, ციცაბო. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.