ხევსურეთის ქედი
ხევსურეთის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°38′56″ ჩ. გ. 45°02′49″ ა. გ. / 42.649111° ჩ. გ. 45.047028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი ჩეჩნეთი |
უმაღლესი წერტილი | მახისმაღალი |
სიმაღლე | 4007 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ხევსურეთის ქედი — ქედი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის ქედის დაბალი და ჩრდილოეთის მცირე ნაწილი მოქცეულია ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებში. თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტო-ქედი. წარმოადგენს მდინარეების ასასა და არღუნის წყალგამყოფს. კავკასიონის მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ცროლთან. თხემზე აღმართულია მწვერვალები: მახისმაღალი, გომღისმაღალი, მალალებისმაღალი (3900-4000 მ). ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა მახისმაღალი ზღვის დონიდან 4007 მ. შუა ნაწილზე მდებარე ისართღელის უღელტეხილი აერთიანებს არხოტ-არდოტის თემებს. მყინვარები მცირეა და თავმოყრილია აღმოსავლეთ კალთაზე. შემორჩენილია მყინვარული ფორმები. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ქედის კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით, თხემი და ფერდობთა მაღალი ნაწილები კლდოვანია ან მორენებითა და ქვაყრილებით არის მოფენილი, რომლებიც პერიგლაციალური პროცესების სფეროშია მოქცეული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.