შინაარსზე გადასვლა

ჭალაათის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალაათი.
ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი
კოორდინატები: 43°07′53″ ჩ. გ. 42°42′15″ ა. გ. / 43.131611° ჩ. გ. 42.704194° ა. გ. / 43.131611; 42.704194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 8,59 კმ²
სიგრძე 9,35 კმ
ტიპი ხეობური
ჭალაათის მყინვარი — საქართველო
ჭალაათის მყინვარი
ჭალაათის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭალაათის მყინვარი
სურათები ვიკისაწყობში

ჭალაათის მყინვარიხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის — მესტიაჭალის სათავეში. შედგება ორი ნაკადისაგან და იკვებება ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მაღალი მწვერვალების: უშბის, ჩათინის, კავკასის და ბჟედუხის ფერდობებიდან. ძირითადია მარცხენა ნაკადი, მის ზედაპირზე სამი ყინულჩანჩქერია განვითარებული, რაც მყინვარქვეშა რელიეფში რიგელების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე მძლავრი ზედა ყინულჩანჩქერის სიმაღლე 300 მეტრია, სიგანე 700 მეტრი. ქვედა ორი ყინულჩანჩქერი შედარებით მცირეა. ყინულვარდნილების მიდამოებში მყინვარის ენა სხვადასხვა მიმართულების ნაპრალებით არის დასერილი (სერაკები). იგი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ზღვის დონიდან 1960 მ ჩამოდის და ტყის ზონაში იჭრება. მყინვარის ფართობი 8,59 კმ²-ია, მარცხენა მთავარი ნაკადის სიგრძე 9,35 კმ, ხოლო მარჯვენა ნაკადის სიგრძე 7,30 კმ-ია. მყინვარიდან გამოდის მდინარე მესტიაჭალის შენაკადი ჭალაათი. მისასვლელი გზა დაბა მესტიიდან.

  • ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;