ტუ-160
ტუ-160 | |
---|---|
რუსეთის სსძ-ის ტუ-160 МАКС-ის ავიაშოუზე 2007 წელს. | |
ფუნქცია | სტრატეგიული ბომბდამშენი |
შემქმნელი | ტუპოლევი |
პირველი გაფრენა | 18 დეკემბერი 1981 |
წარდგენა | 1987/2005 (ოფიციალური) |
სტატუსი | ამჟამად იწარმოება |
მომხმარებლები | რუსეთის სსძ |
რაოდენობა | 35 |
ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) — ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.
ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე[1], ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ იწარმოება. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.
ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.[2]
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.
განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი შეჯიბრი ზებგერითი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენისათვის დაიწყო სსრკ-ში 1967 წელს. ახალ თვითმფრინავს უნდა ჰქონოდა კრეისერული სიჩქარე 3 მახზე მეტი, ამერიკულ B-70 Valkyrie-ზე პასუხად. მალე ნათელი გახდა, რომ მსგავსი თვითმფინავი ძალიან ძვირადღირებული და რთული შესაქმნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა მოთხოვნილებების შემცირება (აშშ-ში ბომბდამშენ B-70 პროექტი უკვე შეჩერებული იყო).
ვარიანტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტუ-160
რამდენიმე ვარიანტი იქნა შეთავაზებული, თუმცა ისინი არ შეუქმნიათ:
- ტუ-160С: აღნიშვნა რომელიც გამოიყენება სერიული წარმოების ტუ-160-თვის, როდესაც საჭიროა მათი განცალკევება სხვა წინასწარი და ექსპერიმენტული წარმოებისაგან [3]
- ტუ-160В: წყალბადის საწვავზე მომუშავე ვერსია (იხ. აგრეთვე ტუ-155) [3]
- ტუ-160 НК-74: მოდერნიზებული (გაფართოებული დიაპაზონი) ვერსია НК-74 ძრავებით [3]
- ტუ-160М: წაგრძელებული ბომბდამშენი, ორი ჰიპერბგერითი შორი მოქმედების Х-90 ტიპის რაკეტით
- ტუ-160П (ტუ-161): შორი მოქმედების გამცილებელი გამანადგურებელ-გადამტაცი
- ტუ-160ПП: რადიოელექტრონული ომის თვითმფრინავი (რუს. ПП - постановщик помех)
- ტუ-160Р: სტრატეგიული დაზვერვის პლატფორმა
- ტუ-160СК: კომერციული ვერსია შექმნილი თანამგზავრების გასაშვებათ „ბურლაკის“ სისტემის ფარგლებში (რუს. Бурлак). [3]
- ტუ-170: ჩვეულებრივი ბომბდამშ��ნი
ოპერატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები: 2008 წლის აპრილისათვის 16 ერთეული იყო გამოყენებაში,[4] 121-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში ენგელსი/სარატოვი. კიდევ სამი-ოთხი თვითმფრინავის მიღებას აპირებდნენ შეიარაღებაზე წლის ბოლოსათვის.[5]
ყოფილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს ჰყავდა 19 ტუ-160 (8 ცალი ტუ-160 1999 წელს უკრაინამ გადასცა რუსეთს ვალის სანაცვლოდ)
- საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალები (1991 წელს გადაცემული რუსეთის და უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს)
- 184-ე ბომბდამშენი ლეგიონი (TBAP), პრილუკი, უკრაინის სსრ
ტექნიკური მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძირითადი მაჩვენებლები
- ეკიპაჟი: 4 კაცი
- სიგრძე: 54.1 მ
- ფრთის გაქანი: 55.70/35.60 მ
- სიმაღლე: 13.10 მ
- ფრთის ფართობი: 400 მ2/360 მ2
- ცარიელის წონა: 110 ტ
- დატვირთულის წონა: 267 ტ
- მაქსიმალირი ასაფრენი წონა: 275 ტ
- ძრავის ტიპი: ТРДДФ НК-32
- ძრავების რაოდენობა: 4
- წნევა: 137/245 კგ/ძალა
მოქმედება
- მაქსიმალური სიჩქარე: 2.05 მახი
- ფრენის სიშორე: 17,400 კმ
- საბრძოლო რადიუსი: 10,500 კმ
- პრაქტიკული ჭერი: 15,000 მ
შეიარაღება
- 2 შიდა განყოფილება 40.000 კგ ტყვიაწამლისათვის, ვარიანტებში შედის:
- 2 შიდა როტაციული გამშვები დანადგარი 6× ფრთოსანი რაკეტა Х-55 და Х-55М, ან 12× მოკლე დიაპაზონის ბირთვული რაკეტა Х-15 КАБ, КАБ-1500.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსგავსი თვითმფრინავები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.russiafile.com/tu160.htm
- ↑ rian.ru: ტუ-160 თეთრი გედი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-17. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 "Aviation and cosmonautics" magazine, 5.2006 ISSN 168-7759, p.10-11
- ↑ Russian Air Force receives new Tu-160 strategic bomber RIA Novosti retrieved on April 29, 2008
- ↑ Russia Air Force to get new Tu-160 strategic bomber in April RIA Novosti retrieved on April 22, 2008
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Airforce-Technology.com
- External link to an airbase with Tu-160s.
- Walkaround Tu-160 on ScaleModels.ru
- Tu-160 on MAKS-2005
|