შინაარსზე გადასვლა

ტუ-160

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუ-160
რუსეთის სსძ-ის ტუ-160 МАКС-ის ავიაშოუზე 2007 წელს.
ფუნქცია სტრატეგიული ბომბდამშენი
შემქმნელი ტუპოლევი
პირველი გაფრენა 18 დეკემბერი 1981
წარდგენა 1987/2005 (ოფიციალური)
სტატუსი ამჟამად იწარმოება
მომხმარებლები რუსეთის დროშა რუსეთის სსძ
რაოდენობა 35

ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) — ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე[1], ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ იწარმოება. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.

ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.[2]

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.

პირველი შეჯიბრი ზებგერითი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენისათვის დაიწყო სსრკ-ში 1967 წელს. ახალ თვითმფრინავს უნდა ჰქონოდა კრეისერული სიჩქარე 3 მახზე მეტი, ამერიკულ B-70 Valkyrie-ზე პასუხად. მალე ნათელი გახდა, რომ მსგავსი თვითმფინავი ძალიან ძვირადღირებული და რთული შესაქმნელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყდა მოთხოვნილებების შემცირება (აშშ-ში ბომბდამშენ B-70 პროექტი უკვე შეჩერებული იყო).

ბომბდამშენი ტუ-160
ტუ-160, ნომერი 02 „ვასილი რეშეტნიკოვი“ ენგელსის ავიაბაზაზე.
ტუ-160

რამდენიმე ვარიანტი იქნა შეთავაზებული, თუმცა ისინი არ შეუქმნიათ:

  • ტუ-160С: აღნიშვნა რომელიც გამოიყენება სერიული წარმოების ტუ-160-თვის, როდესაც საჭიროა მათი განცალკევება სხვა წინასწარი და ექსპერიმენტული წარმოებისაგან [3]
  • ტუ-160В: წყალბადის საწვავზე მომუშავე ვერსია (იხ. აგრეთვე ტუ-155) [3]
  • ტუ-160 НК-74: მოდერნიზებული (გაფართოებული დიაპაზონი) ვერსია НК-74 ძრავებით [3]
  • ტუ-160М: წაგრძელებული ბომბდამშენი, ორი ჰიპერბგერითი შორი მოქმედების Х-90 ტიპის რაკეტით
  • ტუ-160П (ტუ-161): შორი მოქმედების გამცილებელი გამანადგურებელ-გადამტაცი
  • ტუ-160ПП: რადიოელექტრონული ომის თვითმფრინავი (რუს. ПП - постановщик помех)
  • ტუ-160Р: სტრატეგიული დაზვერვის პლატფორმა
  • ტუ-160СК: კომერციული ვერსია შექმნილი თანამგზავრების გასაშვებათ „ბურლაკის“ სისტემის ფარგლებში (რუს. Бурлак). [3]
  • ტუ-170: ჩვეულებრივი ბომბდამშ��ნი
ტუ-160-ის ოპერატორები:
  მოქმედი ოპერატორი
  ყოფილი ოპერატორი
რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
184-ე ბომბდამშენი ლეგიონი (TBAP), პრილუკი, უკრაინის სსრ

ტექნიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Orthographic projection of the Tupolev Tu-160.
Orthographic projection of the Tupolev Tu-160.

ძირითადი მაჩვენებლები

  • ეკიპაჟი: 4 კაცი
  • სიგრძე: 54.1 მ
  • ფრთის გაქანი: 55.70/35.60 მ
  • სიმაღლე: 13.10 მ
  • ფრთის ფართობი: 400 მ2/360 მ2
  • ცარიელის წონა: 110 ტ
  • დატვირთულის წონა: 267 ტ
  • მაქსიმალირი ასაფრენი წონა: 275 ტ
  • ძრავის ტიპი: ТРДДФ НК-32
  • ძრავების რაოდენობა: 4
  • წნევა: 137/245 კგ/ძალა

მოქმედება

  • მაქსიმალური სიჩქარე: 2.05 მახი
  • ფრენის სიშორე: 17,400 კმ
  • საბრძოლო რადიუსი: 10,500 კმ
  • პრაქტიკული ჭერი: 15,000 მ

შეიარაღება

  • 2 შიდა განყოფილება 40.000 კგ ტყვიაწამლისათვის, ვარიანტებში შედის:
    • 2 შიდა როტაციული გამშვები დანადგარი 6× ფრთოსანი რაკეტა Х-55 და Х-55М, ან 12× მოკლე დიაპაზონის ბირთვული რაკეტა Х-15 КАБ, КАБ-1500.

მსგავსი თვითმფრინავები

  1. http://www.russiafile.com/tu160.htm
  2. rian.ru: ტუ-160 თეთრი გედი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-17. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 "Aviation and cosmonautics" magazine, 5.2006 ISSN 168-7759, p.10-11
  4. Russian Air Force receives new Tu-160 strategic bomber RIA Novosti retrieved on April 29, 2008
  5. Russia Air Force to get new Tu-160 strategic bomber in April RIA Novosti retrieved on April 22, 2008

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუ-160“-დან