V-22 Osprey
V-22 Osprey | |
---|---|
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის MV-22 ემზადება საბრძოლო გემზე USS Nassau (LHA 4) დასაჯდომად (2008 წ). | |
ფუნქცია | V/STOL ტრანსპორტერი |
წარმოება | Bell Helicopter Boeing Rotorcraft Systems |
პირველი გაფრენა | 19 მარტი, 1989 |
წარდგენა | 13 ივნისი, 2007[1] |
სტატუსი | აქტიური |
მომხმარებლები | აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
პროგ. ღირებულება | 27 მილიარდი აშშ-ის დოლარი (2008 წლის მდგომარეობით)[2] |
ღირებულება | 67 მილიონი დოლარი (CV-22 Flyaway-ის ღირებულება 2010 წელს)[3] |
გაუმჯობესებული | Bell XV-15 |
Bell-Boeing V-22 Osprey — ამერიკული მრავალმისიური, სამხედრო, კონვერტოპლანი, თავსებადი როგორც ვერტიკალურ აფრენასა და დაჯდომასთან (VTOL), ასევე მოკლე გარბენით აფერენასა და დაჯდომასთან (STOL). იგი შექმნილია ჩვეულებრივი შვეულმფრენის ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და ტურბოძრავიანი თვითმფრინავის ფართო დიაპაზონის, კრეისერული მაღალი სიჩქარის გასაერთიანებლად.
V-22 Osprey-ის გააჩნია ორი მძლავრი ძრავა სამბოლოიანი მოზრდილი პროპელებით, განლაგებული ჰორიზონტალურად ფრთების ბოლოებზე. ძრავები მოძრავია და შეუძლია მიიღოს ან ვერტიკალური, ან წინ მიმართული მდგომარეობა, ხოლო ფრთები და პროპელები იკეცება თვითმფრინავის გასწვრივ, რათა ნაკლები ადგილი დაიკავოს არამუშა მდგომარეობაში.
V-22 წარმოიშვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 1981 წელს დაწყებული JVX (Joint-service Vertical take-off/landing Experimental) პროგრამიდან. Bell Helicopter და Boeing Helicopters ჯგუფებმა მიიღეს საწარმოო კონტრაქტი 1983 წელს. ბელისა და ბოინგის ჯგუფები ერთობრივად აწარმოებდნენ თვითმფრინავს.[4] V-22-მა პირველი გაფრენა 1989 წელს განახორციელა და დაიწყო ტესტირებისა და ალტერნატიული დიზაინის ძიების ხანგრძლივი პროცესი; სამხედრო სამსახურისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი კონვერტოპლანის აგებასთან დაკავშირებული კომპლექსურობისა და სირთულეების გადაწყვეტას წლები დასჭირდა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა პილოტების წვრთნა Osprey-სთვის 2000 წელს დაიწყო, ხოლო თვითმფრინავები 2007 წელს მიიღო. V-22 ავსებს და ფაქტობრივად ჩაანაცვლებს CH-46 Sea Knight შვეულმფრენს. Osprey-ის მეორე ოპერატორმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღო თვითმფრინავის მათი ვერსიები 2009 წელს. მას მერე, რაც V-22 Osprey ჩადგა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების სამსახურში, გამოყენებული იქნა იგი სამხედრო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Osprey Deemed Ready for Deployment დაარქივებული 2016-12-01 საიტზე Wayback Machine. . აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი, 14 ივნისი, 2007.
- ↑ RL31384 V-22 Osprey Tilt-Rotor Aircraft. კონგრესის კვლევათა სამსახური, 22 დეკემბერი, 2009.
- ↑ (თებერვალი, 2010). "FY 2011 Budget Estimates" (PDF). აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები. Retrieved on 2010-07-11. დაარქივებული 2012-03-04 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2010-07-11. წაკითხვის თარიღი: 16 ივნისი, 2010
- ↑ V-22 Osprey Backgrounder. Boeing Defense, Space & Security (თებერვალი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-01-17. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2010.