მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
TurboExpress/PC Engine GT |
---|
|
TurboExpress-ის სისტემა |
სხვა სახელწოდებები |
PC Engine GT |
---|
მწარმოებელი |
NEC |
---|
ტიპი |
პორტატიული კონსოლი |
---|
თაობა |
მეოთხე თაობა |
---|
გამოშვების თარიღი |
იაპ 1 დეკემბერი, 1990[1] ჩრდ.ამ. დეკემბერი, 1990
|
---|
თავდაპირველი ფასი |
249.99 აშშ დოლარი |
---|
შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1994[2]
|
---|
გაიყიდა |
1.5 მილიონი |
---|
მედია |
HuCard |
---|
კვება |
6 AA-ის ბატარეა ან 6 ვოლტიანი AC-ის ადაპტერი |
---|
პროცესორი |
HuC6280 7.16 მჰც ან 1.79 მჰც |
---|
მეხსიერება |
8 კბ RAM |
---|
მონიტორი |
400×270 პიქსელი |
---|
გრაფიკა |
512 ფერის პალიტრა, 481 ფერი ეკრანზე |
---|
ხმა |
PSG-ის 6 არხი |
---|
კავშირი |
TurboLink |
---|
დაკავშირებული სტატიები |
TurboGrafx-16 |
PC Engine GT (იაპონ. PCエンジンGT) — მეოთხე თაობის პორტატიული თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია NEC-ის მიერ. იაპონიაში კონსოლი გამოვიდა 1990 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე თვეში TurboExpress-ის სახელით. არსებითად ის წარმოადგენს TurboGrafx-16/PC Engine-ის სახლის კონსოლის პორტაბელურ ვერსიას, რომლის თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 44,800 იაპონურ იენას, ხოლო აშშ-ში 249.99 დოლარს. PC Engine GT დაანონსდა 1990 წლის აპრილში კოდური დასახელებით Game Tank.[3]
სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპ��რატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.
კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[4]
|
---|
| სახლის კონსოლები | |
---|
| პორტატიული კონსოლები | |
---|
|