NEC
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი |
ელექტრონიკა საინფორმაციო ტექნოლოგიები |
დაფუძნდა | 17 ივლისი, 1899 |
სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
ნაბუჰირო ენდო (თავმჯდომარე) ტაკაში ნიინო (პრეზიდენტი) |
პროდუქცია | სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, სერვერები, სამომხმარებლო ელექტრონიკა |
შემოსავალი | ¥3.0716 ტრილიონი (2013)[1] |
მთლიანი შემოსავალი | ¥ 114.647 ტრილიონი (2013)[1] |
თანამშრომელი | 102,375[1] |
შვილობილ(ებ)ი | NEC Corporation of America |
საიტი | nec.com |
NEC Corporation (იაპონ. 日本電気株式会社 ნიპონ დენკი კაბუსიკი-გაისა?) — საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქტების პროვაიდერი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოს მინატოს რაიონში.[2] იგი მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 1983 წლამდე კომპანია ცნობილი იყო Nippon Electric Company, Limited-ის სახელწოდებით. ის ასევე Sumitomo Group-ის წევრია.
დაარსდა 1889 წელს ტოკიოში. მისი უცხოური პარტნიორი იყო Western Electric Company of Illinois.[3] თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო სატელეფონო მოწყობილობების წარმოებით. თუმცა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მოიცვა პრაქტიკულად სატელეკომუნიკაციო სფეროს ყველა მიმართულება.
2013 წლის მონაცემით კომპანიის შემოსავალი 3.0716 ტრილიონ იაპონურ იენას შეადგენდა, ხოლო იმავე წლის მდგომარეობით თანამშრომლების რაოდენობა 102 000-ს აღწევდა. NEC Corporation თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობას ეწევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mark Mason, Foreign Direct Investment and Japanese Economic Development, 1899–1931, Business and Economic History, Second Series, Volume Sixteen, 1987.
- NEC Corporation, NEC Corporation, The First 80 Years, 1984, ISBN 4-931172-01-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „NEC“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Full Year Consolidated Financial Results for the Fiscal Year Ended March 31, 2013 (April 26, 2013).
- ↑ "Corporate Profile." NEC. Retrieved on July 12, 2010.
- ↑ NEC 1984, p. 6.