ჰუაიჰახენგის ველური ბუნების ნაკრძალი
იერსახე
ტჰუნგიაისა და ჰუაიჰახენგის ველური ბუნების ნაკრძალები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტაილანდი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 15°20′53″ ჩ. გ. 98°55′00″ ა. გ. / 15.34806° ჩ. გ. 98.91667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 591 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 591 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰუაიჰახენგის ველური ბუნების ნაკრძალი (ტაი. เขตรักษาพันธุ์สัตว์ป่าห้วยขาแข้ง) — დაცული ტერიტორია ტაილანდის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს კანჩანაბურის, ტაკისა და უტჰაიტჰანგის პროვინციების ტერიტორიაზე. უჭირავს 257 464 ჰა ფართობი.
დაცული ტერიტორია თავდაპირველად მცირე ფართობზე შეიქმნა 1972 წლის 4 სექტემბერს, ხოლო მოგვიანებით ორჯერ გაფართოვდა: 1986 წლის 21 მაისს და 1992 წლის 30 დეკემბერს. 1991 წელს ველური ბუნების ნაკრძალი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ტჰუნგიაის ველური ბუნების ნაკრძალთან ერთად.