ჰენრი ახალგაზრდა
ჰენრი ახალგაზრდა მეფე | |
---|---|
Henry the Young King | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 14 ივლისი 1170 |
მმართ. დასაწყისი: | 14 ივლისი 1170 |
მმართ. დასასრული: | 11 ივნისი 1183 |
წინამორბედი: | ჰენრი II |
მემკვიდრე: | ჰენრი II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 თებერვალი 1155 |
გარდ. თარიღი: | 11 ივნისი 1183 |
გარდ. ადგილი: | ლო |
მეუღლე: | მარგარიტა ფრანგი |
შვილები: | ვაჟი: ჯონი (უილიამი) |
დინასტია: | პლანტაგენეტები |
მამა: | ჰენრი II |
დედა: | ალიენორა აკვიტანიელი |
ჰენრი ახალგაზრდა მეფე (ინგლ. Henry the Young King) — მეორე ჰენრი II-ისა და ალიენორა აკვიტანიელის ხუთი შვილიდან. ნორმანდიის ჰერცოგი, ანჟუს გრაფი. ინგლისის ნომინალური მეფე 1170-იანი წლების დასაწყისში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრის კორონაცია მოხდა 1170 წლის 14 ივლისს, 15 წლის ასაკში, როცა მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ის არასოდეს მართავდა სახელმწიფოს დამოუკიდებლად და ჩვეულებრივ, არ შედის ინგლისის მონარქების სიაში.
მას ეწოდა მეტსახელი „ჰენრი ახალგაზრდა მეფე“, რათა განესხვავებინათ თავისი ნათესავისაგან, ჰენრი III-ისაგან. ახალგაზრდა მეფე წაეჩხუბა მამამისს, შემდეგ კავშირი შეკრა დედასთან, ალიენორა აკვიტანიელთან და თავის ძმებთან, რომლებთან ერთადაც ჩაერთო სამოქალაქო ომში.
ჰენრის არ აინტერესებდა სამეფოს ყოველდღიური მოვლა და სამხედრო ხელოვნება, ურჩევნოდა, დროის დიდი ნაწილი ტურნირებზე დაეხარჯა ან თავისი ძმების პირად საქმეებში ჩარეულიყო.
1172 წელს ჰენრი დაქორწინდა მარგარიტა ფრანგზე, მეფე ლუდოვიკო VII-ის ქალიშვილზე, ამ ქორწინებიდან დაიბადა ჯონი(1177), რომელიც ჩვილობაში გარდაიცვალა. მისი უმცროსი ძმები, რიჩარდ ლომგული და ჯონ უმიწაწყლო კი შემდგომში მეფეები გახდნენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Henry II, by W.L. Warren, ISBN 0-520-03494-5
- The Young King Henry Plantagenet, 1155—1183, in history, literature, and tradition, by O.H. Moore
- ელენა სიზოვა.. ალიენორა დე პუატუ აკვიტანიელი და მისი ოჯახი, როგორც ევროპული თავაზიანობის შემქმნელები. ისტორია-ხელოვნების პორტალი "მონსალვატი". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-07-30.