შინაარსზე გადასვლა

ჰა-ლონგის უბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰა-ლონგის უბე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 20°54′00″ ჩ. გ. 107°12′00″ ა. გ. / 20.90000° ჩ. გ. 107.20000° ა. გ. / 20.90000; 107.20000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 672
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 672
ინგლ.რუს.ფრ.

ჰა-ლონგის უბე (ვიეტ. Vịnh Hạ Longსადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა) — უბე ტონკინის ყურეში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

უბე მოიცავს 3000-ზე მეტ კუნძულს, კლდეებს, მღვიმეებს.[1] კლდეების კირქვები 500 მლნ წლის წინაა ფორმირებული.[2] უბის ფართობი დაახლოებით 1500 კმ²-ია. ხმელეთი თუ წყალქვეშა სამყარო ხასიათდება ბიომრავალფეროვნების მაღალი დონით. აქ გავრცელებულია ფლორის 14 და ფაუნის 60 ენდემური სახეობა.[3][4]

ისტორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტერიტორია ათასობით წლის წინ, პრეისტორიული ადამიანებით იყო დასახლებული. უბეში მდებარე ზოგიერთი კუნძული დასახლებულია. ერთ-ერთ მათგანზე, ტუანჩაუზე მდებარეობდა ხო ში მინის რეზიდენცია. კუნძულების დაახლოებით ნახევარი, 1986 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

უბე ვიეტნამის მთავარი ტურისტული სავიზიტო ბარათია. 1994 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vịnh Hạ Long. დაარქივებული 2009-01-07 საიტზე Wayback Machine. Website chính thức của Ủy ban tổ chức Đại lễ Phật đản Liên Hiệp Quốc 2008
  2. Giá trị địa chất – địa mạo của vịnh Hạ Long. დაარქივებული 2009-01-15 საიტზე Wayback Machine. - Trang web chính thức của vịnh Hạ Long
  3. Bảo tồn đa dạng sinh học vịnh Hạ Long. დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine. - Tuổi Trẻ Online. Truy cập ngày 29 tháng 10 năm 2007, 17:26GMT
  4. Khu văn hóa và lịch sử các đảo vịnh Hạ Long.[მკვდარი ბმული] - Website Trường Đại học Khoa học Tự Nhiên Thành phố Hồ Chí Minh