ჯუხტაკვანქი
ჯუხტაკვანქი Ջուխտակ վանք | |
წმინდა გრიგორის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 44.80000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
ადგილმდებარეობა | დილიჯანის მახლობლად, ტავუშის პროვინცია, სომხეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მცირე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | წმინდა გრიგორის ეკლესია – XI ან XII საუკუნე ასტვაწაწინის ეკლესია – 1201 წ. (დანგრეულია) |
ჯუხტაკვანქი (სომხ. Ջուխտակ վանք) — XI ან XII საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციაში, დილიჯანის ეროვნული პარკის განაკაფში, 3,2 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ დილიჯანიდან, მატოსავანქის ეკლესიის მახლობლად.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი, წმინდა გრიგორის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. აქვს ერთი პორტალი და დიდი ხნის წინ ჩამოქცეული გუმბათი. ტაძრის კედლები უცვლელად დგანან, თუმცა, ამჟამად, მე��ალის კონსტრუქციებითაა შეკრული მათი დანგრევის თავიდან ასაცილებლად (კონსტრუქციები, სავარაუდოდ, 1973-1977 წლებში დაამონტაჟეს, როდესაც სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების რამდენიმე მცდელობა იყო). წმინდა გრიგორის ეკლესია, სავარაუდოდ, XI ან XII საუკუნეშია აგებული.
მცირე, სურფ ასტვაწაწინის ეკლესია წმინდა გრიგორის ეკლესიის მახლობლად დგას და წარწერის მიხედვით, 1201 წელსაა აგებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio
- Brady Kiesling, Rediscovering Armenia, p. 107; original archived at Archive.org, and current version online on Armeniapedia.org.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Armeniapedia: Jukhtak Monastery
- Armenian Travel Bureau: Jukhtak Monastery
- FindArmenia.com: Jukhtak Monastery