შინაარსზე გადასვლა

დილიჯანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დილიჯანი
Դիլիջան

დილიჯანის ქუჩა
გერბი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
რეგიონი ტავუშის ოლქი
კოორდინატები 40°44′27″ ჩ. გ. 44°51′47″ ა. გ. / 40.74083° ჩ. გ. 44.86306° ა. გ. / 40.74083; 44.86306
ამჟამინდელი სტატუსი 1951
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1255—1510
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 23 700[1] კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +374 (268 0)
საფოსტო ინდექსი 3901-3906
საავტომობილო კოდი 57
ოფიციალური საიტი dilijan.am
დილიჯანი — სომხეთი
დილიჯანი

დილიჯანი (სომხ. Դիլիջան) — ქალაქი სომხეთში, ტავუშის ოლქში. დილიჯანი ცნობილი სამთოკლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, მდებარეობს მდინარე აღსთაფაზე. ქალაქი გამოირჩევა ტრადიციული სომხური არქიტექტურით. ქალაქს თითქმის მთლიანად გარს აკრავს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დილიჯანის ნაკრძალი.

გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს სომხეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გუგარაქის ქედის აღმოსავლეთით, თავუშიდან შირაკიდან და გეღარქუნიქიდან მომავალი გზების გადაკვეთაზე.

დილიჯანში მოქმედებს 1947 წელს დაარსებული მინერალური წყლების ქარხანა, რომელიც აწარმოებს მინერალურ წყალს „დილიჯანი“.

რამდენიმე კილომეტრში დილიჯანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი ჰაღარწინი, იქვე 20 წუთის სავალზე სოფელ გოშში მდებარეობს მეორე ძველი სამონასტრო კომპლექსი გოშავანქი, ხოლო 15 კილომეტრზე ქალაქიდან დილიჯანის ნაკრძალში მდებარეობს თვალწარმტაცი ტბა პარზი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]