წითელი მოედანი
მოსკოვის კრემლი და წითელი მოედანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 55°45′15″ ჩ. გ. 37°37′12″ ა. გ. / 55.75417° ჩ. გ. 37.62000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 545 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 545 ინგლ. • რუს. • ფრ. |
წითელი მოედანი (რუს. Красная площадь) — მოსკოვის ყველაზე განთქმული მოედანი. მოედანი ჰყოფს კრემლს, ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან, ცნობილი როგორც „კიტაი-გოროდ“. ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით და უერთდება ქალაქის ძირითად გზატკეცილებს, შესაბამისად წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის ცენტრალურ მოედნად ითვლება. 1991 წელს წითელი მოედანი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორია, რომელზეც ამჟამად წითელი მოედანი მდებარეობს ადრე ხის ნაგებობებით იყო დაკავებული. ივანე III-ის 1493 წლის ბრძანებით ადგილი გაწმენდილ იქნა, ვინაიდან ეს ხის ნაგებობები ხშირი ხანძრის მიზეზი ხდებოდა. ახლად გამოთავისუფლებული არე (ცნობილი როგორც „პოჟარი“ - გადამწვარი ადგილი) დროთა განმავლობაში მოსკოვის მთავარი ბაზარი გახდა. მოგვიანებით, ეს ადგილი სხვადასხვა სახალხო დღესასწაულისა და პროკლამაციებისთვის გამოიყენებოდა, შემდგომ კი რუსეთის ცართა კორონაციისთვისაც კი. მას შემდეგ მოედანი ნელ-ნელა დღევანდელ სახეს იღებს და რუსეთის მთავრობების ოფიციალური ცერემონიების გამართვის მთავარი ადგილი ხდება.
წითელი მოედნის მდიდარი ისტორია მრავალ ხელოვნების ნიმუშშია ასახული, მათ შორის ვასილი სურიკოვის, კონსტანტინ იუონისა და სხვათა ფერწერულ ტილოებში.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი „წითელი მოედანი“ მომდინარეობს მის ირგვლივ შენობათა აგურის ფერისგან, და არა როგორც პოპულარულად მიჩნეული კომუნიზმთან ასოციაციით. რუსულად ასევე სიტყვა „красная“ ლამაზსაც ნიშნავს. ეს სახელი თავდაპირველად წმინდა ბასილის საკათედრო ტაძარს ერქვა, მოგვიანებით კი მთელ მოედანს ეწოდა. მიიჩნევენ, რომ მოედანს მისი თანამედროვე სახელი XVII საუკუნიდან აქვს (რამაც „პოჟარი“ შეცვალა). მოგვიანებით ზოგიერთი უძველესი რუსული ქალაქის, როგორიცაა სუზდალი, იელეცი და პერესლავლ-ზალესკი, მთავარ მოედანს „წითელი“ მოსკოვის მიბაძვით დაერქვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წითელი მოედანი“ ვიკისაწყობში.
- Moscow-Life: A guide to Moscow's Red Square
- 3D model of Red Square დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Visiting Red Square დაარქივებული 2013-05-05 საიტზე Wayback Machine.
- Red Square and surrounding area