შინაარსზე გადასვლა

ძველი რომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი).
რომი და მის კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიები
რომის იმპერია იმპერატორ ადრიანეს დროს. ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნის ბოლო — II საუკუნის დასაწყისი
რომის ფორუმი იყო ცენტრალური ადგილი რომლის გარშემოც განვითარდა ძველი რომი.

ტერმინში ძველი რომი მოისაზრება ანტიკური ზესახელმწიფო რომის იმპერია, რომლის ისტორია იწყება იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს დაარსებით; რომი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ, შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს იმპერიის სრული კრახი გამოიწვია.

ძველი რომი არ იყო პირველი იმპერია, მას არაერთი წინამორბედი ჰყავდა. მკვლევარების აზრით რომაელთა კულტურაც არ ყოფილა ორიგინალური, მაგრამ რომაული სახელმწიფო წყობა და სამართალი იმდენად სრულყოფილი აღმოჩნდა, რომ ის დღევანდელი მსოფლიოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რომაული ცივილიზაციის გარეშე წარმოუდგენელია დასავლური ცივილიზაციის განვითარება. რომის ოფიციალური ენა იყო ლათინური, რომელიც გავრცელდა რომის იმპერიის მთელს ევროპულ ნაწილზე და ჩამოაყალიბა რომანული ენების ოჯახი.

  • Cowell, Frank Richard. Life in Ancient Rome. New York: G.P. Putnam's Sons, 1961 (paperback, ISBN 0-399-50328-5).
  • Gabucci, Ada. Rome (Dictionaries of Civilizations; 2). Berkekely: University of California Press, 2007 (paperback, ISBN 0-520-25265-9).
  • Scheidel, Walter, Ian Morris, and Richard P. Saller, eds. The Cambridge Economic History of the Greco-Roman World (2008) 958pp
  • Wyke, Maria. Projecting the Past: Ancient Rome, Cinema, and History. New York; London: Routledge, 1997 (hardcover, ISBN 0-415-90613-X, paperback, ISBN 0-415-90614-8).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: