შავხანი
იერსახე
შავხანი — მჭედლობის ღმერთი სვანურ მითოლოგიაში. ციური ჯაჭვისა და უფსკრულზე გადადებული რკინის ხიდის გამჭედავი, მჭედელთა თაობების მამამთავრად გვევლინება (ბოლო დროსაც იყო სოფელ ჭუბერში ოსტატი მჭედელი შავხანი). მის მიერ გადებულ ხიდზე კაცი გადადიოდა; დევი კი ძირს ვარდებოდა. ბერძენთა მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს მსგავსად, შავხანიც კოჭლია – როცა სამჭედლოში ეძინა, ერთმა დევმა გრდემლი გადააბრუნა, მძინარე შავხანს მარჯვენა თეძოზე დასცა და დააკოჭლა.[1][2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.