შინაარსზე გადასვლა

ბაბაყულის ძვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბაყულის ძვალი — უჩინმაჩინის ჯადოსნური ძვალი სვანურ მითოლოგიაში. დევის ყბა, რასაც ნასიბი კისერზე იკიდებდა , ბრძოლით მოპოვებულს, უჩინარი ხდებოდა, მოზღვავებული მტრის ბანაკში შევიდოდა, სარდლებს თუ დევებს მოუსმენდა, მათ ზრახვებს გაიგებდა და ამირანს უამბობდა. ასე გაიმარჯვა ბულუმუღუნ დევზე.

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 97, თბ., 1983