შინაარსზე გადასვლა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყასიმ-ჟომართ თოყაევი
ყასიმ-ჟომართ თოყაევი
თოყაევი 2020 წელს
ყაზახეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მარტი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ასკარ მამინი
წინამორბედინურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი, 2013 – 19 მარტი, 2019
წინამორბედიკაირატ მამი
მემკვიდრედარიგა ნაზარბაევა

ყაზახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 2011 – 16 ოქტომბერი, 2013
წინამორბედისერგეი ორჯონიკიძე
მემკვიდრემიშელ მიოლერი

ყაზახეთის მე-4 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1999 – 28 იანვარი, 2002
წინამორბედინურლან ბაგიმბაიევი
მემკვიდრეიმანგალი ტასმაგამბეტოვი

დაბადებული17 მაისი, 1953 (1953-05-17) (71 წლის)
ალმა-ათა, ყაზახეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ეროვნებაყაზახი
პოლიტიკური პარტიანურ ოტანი
მამაკემელ ტოკაიევი
დედაალჟან ნაზარბაევა
მეუღლეტურარ შაბარბაიევა
განათლებამსუსი

ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე თოყაევი (ყაზახ. Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев; დ. 17 მაისი, 1953, ალმა-ათა) — ყაზახი პოლიტიკოსი, 2019 წლის 20 მარტიდან ყაზახეთის პრეზიდენტი.

ყასიმ-ჟომართ თოყაევი დაიბადა 1953 წლის 17 მაისს. მამამისი, ქემელ თოყაევი (1923—1986) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო, ხოლო დედა — ცნობილი ყაზახი მწერალი ტურარ შაბარბაიევა (1931–2000).

1970 წელს თოყაევი ჩაირიცხა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში. 1975 წელს გააგზავნეს ჩინეთის საელჩოში ექვს თვიანი პრაქტიკისათვის. ამავე წელს იგი მუშაობას იწყებს სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1983 წელს იგი გაემგზავრა პეკინში, სადაც გადიოდა ჩინური ენის კურსებს. იგი პეკინში დარჩა 1991 წლამდე. 1992–2002 წლებში იყო ყაზახეთის რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი. 2013-2019 წლებში იყო ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე, ასევე 13 წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ყასიმ-ჟომართ თოყაევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კრემლში, 2019 წლის 4 აპრილი

2019 წლის 19 მარტს ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა თანამდებობიდან, 20 მარტს ყაზახეთის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა თოყაევი, მან ნაადრევი არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს დანიშნა, მმართველმა პარტიამ — „ნურ ოტანმა“ კი იგი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია იგი კრემლში. თოყაევი მოსკოვში 4 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, პრეზიდენტობის პირველ თვეში მან 4 ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა. 2019 წლის 14 აპრილს იგი უზბეკეთში ვიზიტით ჩავიდა პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევთან. გარდა ამისა იგი შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. 2019 წლის 9 ივნისს გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვება (70,76%) მოიპოვა.

ფლობს ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, ჩინურ და ფრანგულ ენებს. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]