შინაარსზე გადასვლა

ფარცხისის ბრძოლა (1074)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ფარცხისის ბრძოლა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფარცხისის ბრძოლა.
ფარცხისის ბრძოლა

ფარცხისის ციხის ნანგრევები
თარიღი 1074 წელი
მდებარეობა ფარცხისი, საქართველო
შედეგი გაიმარჯვა ქართულმა მხარემ
მხარეები
საქართველო სელჩუკთა სახელმწიფო
მეთაურები
გიორგი II
აღსართან I
სარანგი
ძალები
25 000 კაცი 48 000 კაცი
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ფარცხისის ბრძოლა — ბრძოლა განძის გამგებელ სარანგსა და საქართველოს მეფე გიორგი II-ს შორის. გაიმართა 1074 წელს. სელჩუკთა სულთანმა მალიქ-შაჰმა განძის აოხრებისა და ამირა ფადლონის დარტყმის შემდეგ განძის გამგებლობა სარანგს დააკისარა. მან 48 ათასი მხედარი დაუტოვა და დაავალა ქართლის დარბევა. სარანგმა მოიშველია დვინისა და დმანისის ამირები და ქართლს შეესია, გიორგი II-მ სწრაფად შეკრიბა ჯარი, მოკავშირედ გაიხადა კახთა მეფე აღსართან I, მტერს ფარცხისთან (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) შეება, დაამარცხა და გააქცია იგი. ფარცხისთან ქართველთა გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამით წახალისებულმა გიორგი II-მ, ისარგებლა რა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, გაილაშქრა და დაიბრუნა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალი (ციხე ანაკოფია და, აგრეთვე, კლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთისა და არტაანის მრავალი ციხე).