შინაარსზე გადასვლა

დვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დვინი — სომხეთი
დვინი
დვინი
ქალაქ დვინის გეოგრაფიული ლოკალიზაცია

დვინი, ვოსტან დვინი (სომხ. Դվին, ბერძ. Δουσιος, Τισιον, არაბ. ارمينيّة (დაბილი), სპარს. دوين) — მსხვილი სავაჭრო ცენტრი, შუა საუკუნეების სომხეთის დედაქალაქი. აშენებული დიდი სომხეთის მეფის ხოსროვ III კოტაკის მიერ 335 წელს. ამავე წლიდან არშაკიანების სამეფო რეზიდენცია სწორედ ამ ქალაქში გადავიდა.

დვინი მდებარეობდა არტაშატის ჩრდილოეთით, მდინარე მეწამორის ზემო წელზე, 35 კმ-ში ერავნიდან.

428 წელს სომხური სამეფოს ლიკვიდაციის შემდეგ დვინი გადაიქცა სომხეთის სპარსი მმართველების რეზიდენციად. 640 წელს სომხეთი არაბებმა დალაშქრეს და იმავე წლიდან სომხეთის ყოფილი დედაქალაქი გახდა ოლქ არმინიას (არაბ. ارمينيّة) ცენტრი.

ხაჩქარი დვინიდან

1064 წელს სომხეთი სელჩუკებმა დაიპყრეს. საქართველოს მეფემ გიორგი III-მ 1161—1162 წწ. აიღო დვინი. 1201—1203 წწ., თამარის მმართველობის დროს დვინი კვლავ შემოუერთდა საქართველოს.

1226 წელს ქალაქი აიღო ჯალალედინმა, 1236 წელს კი განადგურებული იყო მონღოლთა მიერ.

  • არუთინიანი ვ., «Архитектурные памятники Двина», «Известия Академии наук Армянской ССР», 1947, № 8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკა, ავტორი რობერტ ჰიუსენი(ინგლისური)