ტურცხი
სოფელი | |
---|---|
ტურცხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტურცხი |
კოორდინატები | 41°33′32″ ჩ. გ. 43°28′10″ ა. გ. / 41.55889° ჩ. გ. 43.46944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 759[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 58,8 % ქართველები 42,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ტურცხი — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ტურცხის თემის საკრებულოს ცენტრი.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭერულის (მდინარე ფარავნის აუზი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 759 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1407 | 642 | 765 |
2014[1] | 759 | 371 | 388 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წელს ალექსანდრე ფრონელი წერდა: „ბავრისა, ხულგუმოს, კართიკამის და ტურცხის კათოლიკეებმა სომხური არ იციან. ზოგნი ამბობენ, რომ ეგენი ქართველები არიან და გადმოსახლდნენ არტაანის ოლქიდან (ველი), ზოგნი კი უჩვენებენ (ანუ, უთითებენ) სომხეთის მუშს, საიდანაც ვითომ იგინი მოსულან. ველი ძ��ელად ქართული პროვინცია იყო.“[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 80.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ალექსანდრე ფრონელი, დიდებული მესხეთი, გვ. 175, თბ., 1991
|