იხტილა
სოფელი | |
---|---|
იხტილა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბარალეთი |
კოორდინატები | 41°33′12″ ჩ. გ. 43°32′34″ ა. გ. / 41.55333° ჩ. გ. 43.54278° ა. გ. |
ადრეული სახელები | ღრტილა |
ცენტრის სიმაღლე | 1720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 978[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
იხტილა (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ძველი სახელწოდებაა ღრტილა. XI საუკუნის შუა ხანებში აქ დაბანაკდა მეფე ბაგრატ IV, რომელიც კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. ამავე საუკუნეში აქ გაიმართა მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რელიგიურ-დოგმატურ უთანხმოებათა გასარკვევად.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1258[2] | ||
2014 | 978 | 484 | 494 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 414.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|