სონღული
იერსახე
სონღული | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Falco rusticolus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696500 | |||||||||||||||
|
სონღული (ლათ. Falco rusticolus) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ, მასა დედლისა 2 კგ, მამლისა — 1,5 კგ აღწევს. ლამაზი ფრინველია, ფერად თეთრია და ნაცრისფერი ლაქები აყრია ან სულ ნაცრისფერია. გავრცელებულია ევროპის ჩრდილოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს ტყე-ტუნდრასა და ზღვების კლდოვან ნაპირებზე. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს კლდეებში, ციცაბო ნაპირებსა ამ მაღალ ხეებზე. დებს 3-5 კვერცხს. კრუხობს დედალი 28-29 დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება ფრინველებით, რომელსაც ჰაერში ფრენისას იჭერს, უფრო იშვიათად — ლემინგებით, მემინდვრიებით, კურდღლებით. ძველად იყენებდნენ როგორც ძვირფას სამეფო ბაზს (სანადირო ფრინველი). ამჟამად საყოველთაოდ იშვიათია ფრინველია, საჭიროებს დაცვას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 474.