შინაარსზე გადასვლა

სიონთგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სიონთგორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ღულელები
კოორდინატები 41°57′51″ ჩ. გ. 44°53′40″ ა. გ. / 41.96417° ჩ. გ. 44.89444° ა. გ. / 41.96417; 44.89444
ადრეული სახელები როშკიონი
ცენტრის სიმაღლე 1070
მოსახლეობა 49[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სიონთგორი — საქართველო
სიონთგორი
სიონთგორი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სიონთგორი
სიონთგორი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
სიონთგორი

სიონთგორი (ყოფილი როშკიონი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ღულელების თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 30 კილომეტრით.

სოფლის ძველი სახელწოდებაა კვირიასხევი, შემდეგ მას დამწვართსოფელსაც ეძახდნენ. საუკუნეთა მანძილზე სოფელი არაერთგზის დაურბევიათ. დიდად აზარალა იგი მონღოლთა და განსაკუთრებით, შაჰ-აბასის შემოსევებმა, მაგრამ აოხრებული, გადამწვარი კვირიასხევი მაინც მოშენდა. სწორედ XVII საუკუნის შემდეგ ეძახდნენ მას დამწვართსოფელს. ადმინისტრაციულად სოფელი ჯერ კახეთის სამთავროში, შემდეგ კახეთის საერისთავოში და ბოლოს კახეთის სამეფოში (XVI-XVIII საუკუნეები) შედიოდა. სამხედრო-ტერიტორიული დაყოფით კი რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოს დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყო. ფეოდალური მფლობელობის თვალსაზრისით სოფელი საკმაოდ ჭრელი იყო, აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა საეკლესიო, სამეფო თუ სათავადო საკუთრება. XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან სოფლის შეთხელებული მოსახლეობა შეივსო ამღიდან და ახიელიდან ჩამოსახლებული მთიელებით, რომელთა ჩამოსახლებას საფუძველი უფრო ადრე შეექმნა. როდესაც ღულელების თემის თითქმის გაუკაცრიელებული მიწები ერეკლე II-მ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლებში წარმატებისათვის სპეციალური სიგელით უბოძა ხევსურებს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 77 37 40
2014[1] 49 21 28
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II