ერწოს ქვაბული
იერსახე
ერწოს ქვაბული | |
---|---|
ერწოს ქვაბულის ხედი ჩრდილოეთიდან | |
კოორდინატები: 41°58′19″ ჩ. გ. 44°56′56″ ა. გ. / 41.97194° ჩ. გ. 44.94889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1000–1100 მ |
სიგრძე | 15 კმ |
სიგანე | 7 კმ |
ჰიდროგრაფია | აძეძი |
ერწოს ქვაბული — ტექტონიკური ღრმული საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში.[1]
გაწოლილია მდინარე ივრის აუზში. ირწყვის ივრის მარჯვენა შენაკად აძეძით. ქვაბული მიმართულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 15 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ბრტყელი ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 1000–1100 მ. აგებულია ნეოგენური (კალთები) და მეოთხეული (ფსკერი) დანალექი ქანებით. ტყე შემორჩენილია მხოლოდ კალთებზე. ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. ერწოს ქვაბულზე გადადის თბილისი–თიანეთის საავტომობილო გზა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 64.
- ↑ ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.