სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი
სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1889 |
კატალოგი | F803 და JH2124 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 45.1 |
სიგანე | 60.4 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი — ნიდერლანდელი პოსტიმრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1889 წელს, მხატვრის სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში ნებაყოფლობით ცხოვრების პერიოდში.
მიჩნეული იყო, რომ ნახატზე გამოსახულია ლაბევილის ტაძარი, სადაც ვან გოგი სენ-რემის თავშესაფარში ჩაწერის შემდეგ გაე���გზავრა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ნახატზე სენ-რემის სამლოცველოა გამოსახული.[1] ის შესაძლოა შესრულებული იყოს „შემოდგომის სწავლების“ პერიოდში, რომელთა შესახებაც ვინსენტი ძმის, თეო ვან გოგისადმი 1889 წლის 7 დეკემბერს მიწერილ წერილში საუბრობს.[2]
რონალდ პისკვანსის თქმით „ხედი ვან გოგის სენ-პოლის თავშესაფარში უნიკალურია. ის ერთადერთი ნამუშევარია, სადაც ნათლადაა გადმოცემული ავგუსტინიანეს დროინდელი რომაული არქიტექტურის სახე, ამ განხრით ის შესაძლოა შედარებული იქნას სან-ტროფინეს რომაულ სტილში ნაგებ მონასტრებთან რომლებიც არლში მდებარეობს. სტილისტიკურად კი შეგვიძლია ვან გოგის მაღაროს შესასვლელს შევადაროთ“.[3]
ნახატი იყო მსახიობ ელიზაბეთ ტეილორის პირად კოლექციაში, გამოფენილი მისავე მისაღებ ოთახში, რის შემდეგაც 2012 წელს გატანილი იქნა აუქციონზე, სადაც ის $15 991 575-ად გაიყიდა.[4][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ de la Faille, Jacob Baart (1970). The works of Vincent van Gogh. Amsterdam: Meulenhoff, გვ. 305.
- ↑ To Theo van Gogh. Saint-Rémy-de-Provence, Saturday, 7 December 1889. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 23 September 2013.
- ↑ Pickvance, Ronald (1986). Van Gogh in Saint-Rémy and Auvers. Metropolitan Museum of Art, გვ. 153. ISBN 978-0-87099-477-7.
- ↑ Deborah Arthurs; Daniel Bates (7 February 2012). „£10m for Van Gogh that Liz Taylor kept in her living room: Actress' art collection smashes £9m estimate to sell for £14m“. The Daily Mail. ციტირების თარიღი: 22 September 2013.
- ↑ Christie's, LotFinder: entry 5532359 (sale 8049, lot 12, London, 7 February 2012)