საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
იერსახე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 19 მარტი, 2021 |
წინამორბედი უწყება | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო |
გაუქმდა | 1 იანვარი, 2024 |
მომდევნო უწყება | საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომელიც მინდობილ სფეროში ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. წლების განმავლობაში სამინისტრო განიცდიდა სხვა სამინისტროებთან გაერთიანებას ან განცალკევებას. ამ სახელწოდებით სამინისტრო ფუნქციონირებდა 2021 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 1 იანვრამდე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2004–2010 წლებში — საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
- 2010–2018 წლებში — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
- 2018–2021 წლებში — განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- 2021 წლის 19 მარტიდან — საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნა.[1]
- 2024 წლის 1 იანვრიდან — საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ახალგაზრდობის მიმართულება გადაეცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.[2]
მინისტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
- კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. civil.ge. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2021.
- ↑ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - 3822-XIIIმს-Xმპ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023