სამხრეთის სამხედრო ოლქი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სამხრეთის სამხ���დრო ოლქი}} |
სამხრეთის სამხედრო ოლქი (სსო) — რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონს, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას. სსო ჩამოყალიბდა 2010 წელს ყოფილი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად. სსო-ს უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.
სსო-ის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები და შენაერთები რუსეთის ფედერაციის სამი ადმინისტრაციული ერთეულის – სამხრეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინული ყირიმის ტერიტორი��ბზეა განთავსებული. აღნიშნულის გარდა სსო-ს 3 სამხედრო ბაზა განლაგებულია ამიერკავკასიაში – 102-ე ს/ბაზა სომხეთში ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – მე-7 ს/ბაზა აფხაზეთში ქ. გუდაუთაში, მე-4 ს/ბაზა ცხინვალის რეგიონის ქ. ცხინვალში და ჯავაში.
სსო-ს სარდლობის შტაბი განლაგებულია დონის როსტოვში. ოლქის სარდალია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე გალკინი, შტაბის უფროსი – სარდლის 1-ლი მოადგილე – გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სერდიუკოვი.
სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, გარდა რფ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთეულებისა, შსს-ს შინაგანი ჯარების, „ფსბ“-ს უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის, „მჩს“ – განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროს და სხვა გასამხედროებული უწყებების დანაყოფები შედის.
სსო-ს ფორმალური ამოცანაა – რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, თუმცა რეალობაში ოლქის საქმიანობა ორიენტირებულია რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე მეზობლების მიმართ მუდმივი საფრთხის რეჟიმის უზრუნველყოფა-შენარჩუნებაზე.
სსო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ს/ნაწილები და შენაერთები (შტაბი – დონის როსტოვი):[1].
- 175-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 01957, ქ. აქსაი, როსტოვის ოლქი);
- 176-ე ცალკეული (ტერიტორიული) კავშირგაბმულობის ბრიგადა (ს/ნ 71609, ქ. ნოვოჩერკასკი როსტოვის ოლქი);
- მე-100 ცალკეული (ექსპერიმენტული) სადაზვერვო ბრიგადა (ს/ნ 23511, ქ. მოზდოკი-7, ჩრდილოეთ ოსეთი);
- 439-ე რეაქტიული საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 69673, ქ. ზნამენსკი, ასტრახანის ოლქი);
- მე-11 ცალკეული საინჟინრო ბრიგადა (ს/ნ 18437 ან ს/ნ 45767, ქ. კამენსკ-შახტინსკი, როსტოვის ოლქი);
- 28-ე რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ბრიგადა (ს/ნ 65363, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი);
- 1270-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 62829, ქ. კოვალიოვკა, როსტოვის ოლქი);
- 37-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 51473, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
- 39-ე ცალკეული სარკინიგზო ბრიგადა (ს/ნ 01228, ქ. კრასნოდარი, კრასნოდარის მხარე);
- 333-ე ცალკეული სახიდე-საპონტონო სარკინიგზო ბატალიონი (ს/ნ 21483 ან ს/ნ 95849, ქ. ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის ოლქი);
- სამთო მომზადების და თვითგადარჩენის ცენტრი (სამხედრო-ტურისტული ბაზა „ტერსკოლი“ ბაქსანის ხეობა, ყაბარდო-ბალყარეთი);
- 54-ე სადაზვერვო ქვედანაყოფების მომზადების ცენტრი (ს/ნ 90091, ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
- მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22220, ქ. ვოლგოგრადი);
- 1-ლი სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 31853, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე)
49-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე):[1]
- 33-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 22179, ქ. მაიკოპი, ადიღე);
- 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 01485, დ/პ სტოროჟევაია-2, ზელენჩუკის რაიონი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი);
- 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 74814, ქ. ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე);
- 7-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 09322, ქ. გუდაუთა,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო);
- 66-ე მართვის ბრიგადა (ს/ნ 41600, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
- 99-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 72153, ქ. მაიკოპი, ადიღე);
- 943-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 21797, დ/პ კრასნოოქტიაბრსკი, ადიღე).
58-ე საერთო-საჯარისო არმია (შტაბი – ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი):[1]
- მე-8 ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 16544, დ/პ ბორზოი, ჩეჩნეთი);
- მე-17 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 65384, ქ. შალი, ჩეჩნეთი);
- მე-18 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 27777, დ/პ ხანკალა, ჩეჩნეთი);
- მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (ს/ნ 20634, დ/პ სპუტნიკი, ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
- 291-ე საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 64670 დ/პ ტროიცკაია, სუნჯის რაიონი, ინგუშეთი);
- 573-ე ცალკეული საარტილერიო დაზვერვის დივიზიონი (ს/ნ 55030 დ/პ კრასნოოქტიაბრსკი, ადიღე);
- 67-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა (ს/ნ 32383, ქ. ვლადიკავკაზი, დ/პ არხონსკაია, ჩრდილოეთ ოსეთი);
- 31-ე საინჟინრო-მესანგრეთა პოლკი (ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);
- 97-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 07352 ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი);
- 78-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბრიგადა (ს/ნ 11384 ქ. პროხლადნი, ყაბარდო-ბალყარეთი);
რუსეთის საზღვარს გარეთ მდებარე სამხედრო ბაზები:[1]
- მე-7 სამხედრო ბაზა (ს/ნ 093221, ქ. გუდაუთა, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო)
- მე-4 სამხედრო ბაზა (ს/ნ 66431, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ქ. ცხინვალი და ჯავა, სამაჩაბლო საქართველო)
- 102-ე სამხედრო ბაზა (ს/ნ 04436, ქ. გიუმრი, სომხეთი)
სადაზვერვო შენაერთები და სამხედრო ნაწილები (რფ-ს გენერალური შტაბის „გრუ“-ს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფები):[1]
- სპეცდანიშნულების მე-10-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 51532, დ/პ მოლკინო, კრასნოდარის მხარე);
- სპეცდანიშნულების 22-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 11659, დ/პ სტეპნოი, როსტოვის ოლქი);
- სპეცდანიშნულების 346-ე ცალკეული ბრიგადა (ს/ნ 31681, ქ. პროხლადნი, ყაბარდო ბალყარეთი);
- სპეცდანიშნულების 25-ე ცალკეული პოლკი (ს/ნ 05525, ქ. სტავროპოლი, სტავროპოლის მხარე);
- განსაკუთრებული დანიშნულების 154-ე ცალკეული რადიოტექნიკური ბრიგადა (ს/ნ 13204, ქ. იზობილნი, სტავროპოლის მხარე);
- განსაკუთრებული დანიშნულების 74-ე რადიოტექნიკური პოლკი (ს/ნ 68889, ქ. ვლადიკავკაზი, ჩ. ოსეთი);
საზღვაო ქვეითთა და სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები:[1]
- 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ს/ნ 13140 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- მე-8 ცალკეული საარტილერიო პოლკი (ს/ნ 87714 ქ. სიმფეროპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- 126-ე ცალკეული სანაპირო დაცვის ბრიგადა (დ/პ პერევალნოე, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- 382-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბატალიონი (ს/ნ 45765 ქ. ტემრიუკი, კრასნოდარის მხარე);
- მე-11 ცალკეული სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ბრიგადა (ს/ნ 00916 დ/პ უტაში, კრასნოდარის მხარე);
- 475-ე რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ცენტრი (ს/ნ 60135 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- 529-ე კავშირგაბმულობის კვანძი (ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 102-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 27203 ქ. სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა);
- წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 136-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ს/ნ 75976 ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე);
- საზღვაო ქვეითთა 414-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 95152, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
- საზღვაო ქვეითთა 727-ე ცალკეული ბატალიონი (ს/ნ 20264, ქ. ასტრახანი, ასტრახანის მხარე);
- 46-ე ცალკეული სანაპირო სარაკეტო დივიზიონი (ს/ნ 85103, ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
- წყალქვეშა დივერსიულ ძალებთან და საშუალებებთან ბრძოლის 137-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი (ქ. კასპიისკი, დაღესტანი);
გარდა სსო-ს შენაერთებისა, ოლქის ტერიტორიაზე განლაგებულია საჰაერო-სადესანტო ჯარების შენაერთები:[1]
- მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია (ს/ნ 61756, ქ. ნოვოროსიისკი, კრასნოდარის მხარე)
- 56-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (ს/ნ 44858, ქ. კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი).
სსო-ს შეიარაღებაში გააჩნია: 400-დე „T-27“ და „T-90“ ტანკი; 1000-დე „ბმპ“ ქვეითთა საბრძოლო და „ბმდ“ დესანტის საბრძოლო მანქანა; 300-დე „ბტრ-80“ და „ბტრ-82ა“ ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორი; 800-მდე „მტლბ“, „ბტრ-დ“, „ბტრ-ი“ ტიპის გამწე; 450-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი; 250-დე ბუქსირებად ქვემეხი; 200-ზე მეტი ნაღმმტყორცნი; სხვადასხვა კალიბრის 250-ზე მეტი ზალპული ცეცხლის დანადგარი; 150-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი; 200-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და დანადგარი (მათ შორის „С-300В“, „ბუკ“-ი, „ტორ“-ი, „ოსა“ „სტრელა-10“) და 50-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო საქვემეხო კომპლექსი „ტუნგუსკა“.
სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დაჯგუფების შემადგენლობაში შედის 3 საზენიტო-სარაკეტო პოლკი, მათ შორის ერთ-ერთი სსო-ში არსებული ერთადერთი სახმელეთო ჯარების, საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ანალოგია და გააჩნია „ბუკ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. სსო-ს ორი საზენიტო-სარაკეტო პოლკიდან, ერთ-ერთმა (რომელიც განლაგებულია ნოვოროსიისკთან) შეიარაღებაში მიიღო საზენიტო-სარაკეტო „C-400“ კომპლექსი. გარდა ამისა, სსო-ში, (ასტრახანის ოლქში) კერძოდ აშულუკში მდებარეობს საზენიტო-სარაკეტო ძალების საწვრთნელი ცენტრი, სადაც განლაგებულია „С-300П“-ის ტიპის ორი საბრძოლო დივიზიონი.
სსო-ს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის „სუ-24“ ტიპის 100-დე საფრონტო ბომბდამშენი, 80-ზე მეტი „სუ-25“ მოიერიშე და დაახლოებით 100-დე „მიგ-29“, „სუ-27“, „სუ-30“ გამანადგურებელი. სსო-ს არმიის ავიაციას ასევე გააჩნია 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, მათ შორის 10 „კა-52,“ 30-ზე მეტი „მი-28ნ“ და 50-მდე „მი-24/35“, 12 ერთეული მძიმე სატრანსპორტო „მი-26“ და 60-ზე მეტე მრავალმიზნობრივი გამოყენების „მი-8/17“ ვერტმფრენი.
შავი ზღვის ფლოტილიის შემადგენლობაში ირიცხება 2 წყალქვეშა ნავი, შავი ზღვის ფლაგმანი – სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ქერჩი“, 3 სადარაჯო და 4 მცირე სარაკეტო გემი, 5 სარაკეტო კატარღა, 11 მტრალავი და 7 დიდი სადესანტო ხომალდი. კასპიის ზღვის ფლოტილიის შემადგენ��ობაში შედის 2 სადარაჯო ხომალდი, 3 მცირე საარტილერიო ხომალდი, 6 სარაკეტო კატარღა, 4 ჯავშანკატარღა, 7 მტრალავი და 6 სადესანტო კატარღა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Infonapalm-ის საიტიდან აღებული ინფორმაცია[მკვდარი ბმული], სტატიის ავტორი, ირაკლი კომახიძე.