შინაარსზე გადასვლა

პოლ სეზანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ სეზანი
Paul Cézanne

ავტოპორტრეტი
სრული სახელი პოლ სეზანი
დაიბადა 19 იანვარი, 1839
დაბადების ადგილი ექს-ან-პროვანსი
გარდაიცვალა 22 ოქტომბერი, 1906
გარდაცვალების ადგილი ექს-ან-პროვანსი[1] [2]
ეროვნება ფრანგი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა პოსტიპრესიონიზმი
ჟანრი ნატურმორტი[3] [2] , საჟანრო ფერწერა[2] , პეიზაჟი[2] და პორტრეტი[2]
ცნობილი ნამუშევრები ტყე, 1902–1904
საიტი https://paul-cezanne.org

პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne; დ. 19 იანვარი, 1839, ექს-ან-პროვანსი ― გ. 22 ოქტომბერი, 1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა. იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობდა ექსში და ამავე დროს აგრძელებდა ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვებოდა რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან პროფესიად ხელოვნება აირჩია და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად 1861 წელს პარიზში გაემგზავრა. დროთა განმავლობაში მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.

პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 RKDartists
  3. Huyghe R. Encyclopædia Britannica