შინაარსზე გადასვლა

მატე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატე ტრადიციულ ჭურჭელში.

მატე (სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან) — მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები. შეიცავს 1,8% კოფეინს, 0,05% თეობრომინს, 9-12% მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. სამხრეთ ამერიკაში მისგან აყენებენ კოფეინით მდიდარ ჩაის მსგავს სასმელს. განსაკუთრებით პოპულარულია არგენტინაში, სადაც ის კანონით განსაზღვრულია როგორც "ეროვნული სასმელი".[1] მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც. ის ასევე გამოიყენება დრუზების მიერ სირიაში.[2][3]

მიიჩნევა, რომ მატეს გამოყენება თავიდან დაიწყო გუარანის და ტუპის ტომებმა, რომლებიც დღევანდელი სამხრეთი ბრაზილიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გვიან XVI საუკუნეში მატეს გამოყენება ფართოდ დაიწყეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. შუა XVII საუკუნეში პირველად მოახერხეს მატეს მცენარის კულტურული ჯიშების შექმნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ley 26.871 - Declárase al Mate como infusión nacional. Spanish. InfoLEG. არგენტინის ეკონომიკის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 7 October 2010.
  2. Barceloux, Donald. Medical Toxicology of Drug Abuse: Synthesized Chemicals and Psychoactive Plants. John Wiley & Sons. ISBN 1-11810-605-9. 
  3. South American 'mate' tea a long-time Lebanese hit. Middle East Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 11 March 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მატე&oldid=4097966“-დან