შინაარსზე გადასვლა

ლუნა-6

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუნა-6
NSSDC ID 1965-044A
SCN 01393

„ლუნა-6“ (რუს. «Луна-6», «E-6 №7») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1965 წლის 8 ივნისს, მთვარისა და გარე კოსმოსის შესასწავლად. პროექტის მიზანი იყო, მოეხდინა მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება.

1965 წლის 8 ივნისს 07:41:00 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „მოლნია“-ით («Молния») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-6. 11 ივნისს აპარატმა ფრენისას წარმოქნილი ცვლილებების გამო გადაუხვია დაგეგმილ ტრაექტორიას, მთვარის ზედაპირს ჩაუარა 150 ათასი კმ-ს დაშორებით და გავიდა ჰელიოცენტრულ ორბიტაზე.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. NASA. Luna 6. ციტირების თარიღი: 2 December 2016