ლუნა-17
ლუნა-17 | |
---|---|
ასს „ლუნა-17“-ის აწყობის პროცესი ბაიკონურის სამონტაჟო-საგამოცდო კორპუსში | |
NSSDC ID | 1970-095A |
SCN | 04691 |
„ლუნა-17“ (რუს. «Луна-17», «Е-8 №203») — საბჭოთა კოსმოსური პროგამა „ლუნას“ ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს). კოსმოსში გაშვებულ იქნა 1970 წლის 10 ნოემბერს, მთვარეზე მთვარემავალ „ლუნოხოდ-1“-ის ჩასატანად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წლის 10 ნოემბერს 14:44:01 UTC დროით ბაიკონურის კოსმოდრომიდან, რაკეტა-მატარებელი „პროტონ-კ/დ“-ით («Протон-К/Д») მთვარის მიმართულებით გაშვებულ იქნა ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ლუნა-17, რომლის ბორტზე იმყოფებოდა სამეცნიერო ლაბორატორია, მთვარის თვითმავალი აპარატი — „ლუნოხოდ-1“. 12-14 ნოემბერს მოხდა ტრაექტორიის კორექტირება. 15 ნოემბერს სადგური „ლუნა-17“ გაყვანილ იქნა სელენოცენტრულ ორბიტაზე (მთვარის ზედაპირიდან დაშორება 85-141 კმ). 16 ნოემბერს გავიდა მცირეპერისელენიუმიან ორბიტაზე (19 კმ) და 17 ნოემბერს 03:46:50 UTC დროით დაეშვა მთვარეზე წვიმების ზღვის რაიონში (კოორდინატები 38°17′N 35°00′W / 38.28° ჩ. გ. 35.0° დ. გ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cartography of the Soviet Lunokhods’ Routes on the Moon I. P. Karachevtseva, A. A. Kokhanov, N. A. Kozlova and Zh. F. Rodionova
- Лунные зонды СССР. astronaut.ru. ციტირების თარიღი: 2010-08-30.
- Положение «Луны-17» на поверхности Луны — по данным сайта камеры LRO, координаты: широта 38,24148°, долгота −34,99760°(ინგლისური)
|