ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი
ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი | |
---|---|
კონტის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივლისი, 1713 |
მმართ. დასასრული: | 4 მაისი, 1727 |
წინამორბედი: | მარი ტერეზ დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ლუიზ დიანა ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1693 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 27 მაისი, 1775, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი არმან II, კონტის პრინცი |
შვილები: |
ლუი ფრანსუა I, კონტის პრინი ლუიზ ანრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი III, კონდეს პრინცი |
დედა: | ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი (ფრანგ. Louise Élisabeth de Bourbon; დ. 22 ნოემბერი, 1693 — გ. 27 მაისი, 1775) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ქალიშვილი. კონტის პრინცესა 1713-27 წლებში როგორც ლუი არმან II-ის მეუღლე. კონტის პრინც ლუი ფრანსუა I-ისა და ორლეანის ჰერცოგინია ლუიზ ანრიეტას დედა. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის დიდი ბებია. სწორედ მან გააცნო ლუი XV-ს მადამ დე პომპადური.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუიზ ელიზაბეტი დაიბადა 1693 წლის 22 ნოემბერს საფრანგეთში, ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი, ლეგიტიმური ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული. 1713 წლის 9 ივლისს ცოლად შერთეს თავის ბიძაშვილს, კონტის პრინც ლუი არმან II-ს. ლუიზ ელიზაბეტი ძალიან მომხიბლავი, მხიარული და თბილი ხასიათის გოგონა იყო, რომელმაც მალევე შეაყვარა თავი მეუღლეს. ლუი არმანს ის სიგიჟემდე უყვარდა და ხანდახან იგი ასეთ სიყვარულს პანიკურ ეჭვიანობამდეც კი მიჰყავდა.
საბოლოოდ ლუი არმანის ეჭვიანობებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო და ამის გამო ორჯერ ისე სასტიკად სცემა ლუიზ ელიზაბეტი, რომ ექიმის ჩარევა გახდა საჭირო მის გადასარჩენად. მეორე ასეთი ინცინდენტის შემდეგ ლუიზ ელიზაბეტმა მიატოვა ლუი არმანი და თავისი დედის მემკვიდრეობით მიღებულ შატოში გაიქცა. ამ ამბიდან მალევე კონტის პრინცი პარიზის პარლამენტში შევიდა და ცოლის დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი. 1725 წელს ლუიზ ელიზაბეტი დაუბრუნდა მეუღლეს და მასთან ერთად შატო დე ლ'ისლ-ადამში დასახლდა. აქ პრინცი ფილტვების ანთებით დაავადდა, რაც იმ ხანად განუკურნებელი იყო. ამ დროს ლუიზ ელიზაბეტმა იგი მიატოვა და პარიზში დაბრუნდა, ლუი არმანი კი აქ 1727 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
1732 წელს ლუიზ ელიზაბეტმა თავისი ვაჟი, კონტის პრინცი ლუი ფრანსუა I დააქორწინა თავის დეიდაშვილ ლუიზ დიანა ორლეანელზე, რამაც შეარიგა ბურბონთა დინასტიის კონტისა და ორლეანელების შტოები, რომელთა შორის დავაც ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის წარმოქმნილი კონკურენციისას ჩამოვარდა.
1746 წელს ლუიზ ელიზაბეტმა თავის ბიძაშვილს, მეფე ლუი XV-ს წარუდგინა მადამ დე პომპადური, რომელიც მალევე მის სამეფო საყვარლად იქცა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საყვარელი გახდა.
თავად ლუიზ ელიზაბეტი გარდაიცვალა 1775 წლის 27 მაისს პარიზში, 81 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუი (დ. 28 მარტი 1715 — გ. 1 აგვისტო, 1717), ლა მარშის გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუი ფრანსუა I (დ. 13 აგვისტო, 1717 – გ. 2 აგვისტო, 1776), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო ლუიზ დიანა ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
- ლუი არმანი (დ. 19 აგვისტო, 1720 — გ. 13 მაისი, 1722), მერკორის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- შარლი (დ. 5 თებერვალი, 1722 — გ. 7 აგვისტო, 1730), ალეს გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუიზ ანრიეტა (დ. 20 ივნისი, 1726 — 9 თებერვალი, 1759), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მისი შვილიშვილი ლუი ფილიპ I გახდა საფრანგეთის მეფე.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები - ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Membre de la famille royale par naissance et par mariage, elle est à double titre, princesse du sang et reçoit à la cour les honneurs dus à son rang
- Paul Rival, Les fantaisies amoureuses du Duc de Richelieu, Paris, Hachette, 1959, 399 p., page 192
- Fils du poète Charles-Auguste de La Fare (1644-1712), de nombreux contemporains n'ont pas douté qu'il ait été le véritable père de Louis-François de Bourbon-Conti, qui n'avait pas hérité de la « bosse » des Conti.
|