შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ V (პფალცის კურფიურსტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ V

ფრიდრიხ V (გერმ. Friedrich V, დ. 26 აგვისტო, 1596 — გ. 29 ნოემბერი, 1632) — პცალფის კურფიურსტი 1610—1623 წლებში, ჩეხეთის მეფე (ფრიდრიხ I) 1619—1620 წლებში, პფალცის კურფიურსტის, ფრიდრიხ IV-ისა და ვილჰელმ I ორანელისა და შარლოტ მონპანსიე დე ბურბონის ქალიშვილის, ლუიზა იულიანა ორანელის ვაჟი და მემკვიდრე.

ფრიდრიხ V-მ პფალცის საკურფიურსტო მიიღო მემკვიდრეობით მამის გარდაცვალების შემდეგ, 1610 წლის 19 სექტემბერს. 1618 წელს დაიწყო ჩეხური აჯანყება იმპერატორ ფერდინანდ II-ის წინააღმდეგ (ე.წ. ჩეხური წარჩინებული ფენების აჯანყება). ეს აჯანყება გადაიზარდა ოცდაათწლიან ომში. 1618 წლის 28 სექტემბერს მეამბოხეებმა ფრიდრიხს ჩეხეთის გვირგვინი შესთავაზეს, როგორც ლიდერს ევანგელისტური უნიისა, რომელიც მამამისმა დააარსა საღვთო რომის იმპერიაში პროტესტანტიზმის დასაცავად.

ფრიდრიხმა მიიღო შემოთავაზება და გვირგვინი დაიდგა 1619 წლის 4 იანვარს, თუმცა მალევე დამარცხდა თეთრი მთის ბრძოლაში (1620 წლის 8 ნოემბერი), სადაც მიიღო ზედმეტსახელი ზამთრის მეფე. იგი ნომინალურად რჩებოდა ბოჰემიის მეფედ 1620 წლის 13 ნოემბრამდე. ამის შემდეგ იმპერიის ჯარი შეიჭრა მის მთავარ სამფლობელოში — პფალცში. საიმპერიო ედიქტით 1623 წელს მას ჩამოერთვა სამფლობელოები და ტიტული. სიცოცხლის ბოლომდე იგი ოჯახთან ერთად განდევნაში იმყოფებოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: