კუელაპი
კუელაპი – ციხესიმაგრე პერუში, ამასონასის რეგიონში. აშენებულია X საუკუნეში და ეკუთვნის ჩაჩაპოიასის კულტურას. მდებარეობს ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე.
კუელაპი 1843 წლამდე ყველასაგან მივიწყებული იყო, სანამ ის ხელახლა არ გაიხსნა. პირველად ის 1930 წელს შეისწავლეს ფრანგმა არქეოლოგებმა – ბორდელიემ და ლანგლუამ.
ციხესიმაგრე შედგება ერთმანეთზე დაშენებული გიგანტური პლატფორმებისაგან. პირველი პლატფორმის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე 400 მეტრი და გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს პლატფორმები 600-მდე კონსტრუქციას შეიცავენ. მათს უმრავლესობაზე ამოტვიფრულია ფრინველები, რომლებიც თითქოს შენობას გარშემო უფრენენ. შენობაში შესასვლელად უნდა გაიარო ვიწრო ჭრილი ორ კედელს შორის, რომელიც 20 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა ერთ ჯერზე.
კუელაპის გარშემო მდებარეობს სამი მომცრო ნაგებობა: ელ-ტინტერო, ლა-ატალაია, ელ-კასტილიო. ციხე-სიმაგრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს არქეოლოგიური კომპლექსი გრან-ვილაია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kuelap Non-profit organization დაარქივებული 2013-01-27 საიტზე Wayback Machine.
- Kuelap information დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Information on Kuelap დაარქივებული 2011-03-07 საიტზე Wayback Machine.
|