კაცი, რომელიც იცინის
იერსახე
„კაცი, რომელიც იცინის“ | |
---|---|
L'Homme qui rit | |
| |
ავტორი | ვიქტორ ჰიუგო |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
გამომცემელი | A. Lacroix, Verboeckhoven & Ce |
გამოცემის თარიღი | აპრილი, 1869 |
მედია | ბეჭვდითი (სქელ და თხელ ყდიანი) |
oclc | 49383068 |
მომდევნო | ოთხმოცდაცამეტი წელი |
ISBN | 978-2-07-041871-8 |
კაცი, რომელიც იცინის (ფრანგ. L'Homme qui rit) — ვიქტორ ჰიუგოს რომანი, რომელიც პირველად 1869 წლის აპრილში გამოიცა. იგი რომანს თხუთმეტი თვის განმავლობაში არხის კუნძულებზე ცხოვრებისას წერდა.
რომანი ეკრანიზირებულია რამდენიმეჯერ, მათ შორის ყველაზე განთქმულია 1928 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ ლენი.
რომანში აღწერილია XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. ჰიუგო ამხილებს მონარქიის თვითნებობასა და შუასაუკუნეობრივი ფეოდალური ტრადიციების დამცველი არისტოკრატის სისასტიკეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ ჰიუგო - კაცი, რომელიც იცინის; „ნაკადული“, თბილისი, 1977; გვ. 2