იუფშარა
იერსახე
იუფშარა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
რიწა 43°28′19″ ჩ. გ. 40°32′00″ ა. გ. / 43.47194° ჩ. გ. 40.533500° ა. გ. |
შესართავი |
გეგა 43°24′32″ ჩ. გ. 40°27′45″ ა. გ. / 43.409000° ჩ. გ. 40.46250° ა. გ. |
სიგრძე | 11 კმ |
აუზის ფართობი | 236 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,6 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
იუფშარა ვიკისაწყობში |
იუფშარა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მოედინება აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გეგის მარცხენა შენაკადი. გამოდის რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ². სათავიდან 0,5 კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად — ზამთარშიც. წყლის საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ³/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 405.