გეგა
იერსახე
გეგა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
გაგრის ქედი 43°31′29″ ჩ. გ. 40°20′43″ ა. გ. / 43.524833° ჩ. გ. 40.345444° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2400 მ |
შესართავი |
ბზიფი 43°22′07″ ჩ. გ. 40°27′29″ ა. გ. / 43.368722° ჩ. გ. 40.458083° ა. გ. |
სიგრძე | 26 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 27 მ³/წმ |
![]() ![]() |
გეგა[1] — მდინარე აფხაზეთში, ბზიფის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 26 კმ. სათავე აქვს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია აგეფსთა და იუფშარა (ორივე მარცხენა). საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 27 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 570.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 29.