ირინა არხიპოვა
იერსახე
ირინა კონსტანტინეს ასული არხიპოვა (რუს. Ирина Константиновна Архипова; დ. 2 დეკემბერი, 1925, მოსკოვი — გ. 11 თებერვალი, 2010, იქვე) — რუსი საოპერო მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1966), სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953). არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, გამოირჩევა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან აღსანიშნავია მარინა მნიშეიკის (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ამნერისის (ვერდის „აიდა“), კარმენის (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 616.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-02-25 საიტზე Wayback Machine.
კატეგორია:
- დაბადებული 2 დეკემბერი
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 11 თებერვალი
- გარდაცვლილი 2010
- რუსი საოპერო მომღერლები
- საბჭოთა საოპერო მომღერლები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ვლ��დიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები