შინაარსზე გადასვლა

თუშეთის დაცული ლანდშაფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუშეთის დაცული ლანდშაფტი
მდებარეობა თუშეთი, საქართველო
უახლოესი ქალაქი ახმეტა
ფართობი 32 035 ჰა
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია

თუშეთის დაცული ლანდშაფტიდაცული ლანდშაფტი საქართველოში, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშეთის ეროვნულ პარკთან ერთად). მისი ფართობია 32 035 ჰა.[1] თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს და მოიცავს თუშეთის ყველა სოფელსა და ნასოფლარს. იგი იმისთვის არის შექმნილი, რათა არ დაიკარგოს თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე და შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები და ამავე დროს გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების წახალისება.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი გამორჩეულია ულამაზესი ისტორიული სოფლებით. თუშეთის სოფლებში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და საოჯახო ნივთები. სანახაობრივად თუშეთი ძალიან განსხვავდება სხვა დაცული ტერიტორიებისგან, რადგან აქ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად მნიშვნელოვნად არის შერწყმული ისტორიულ-კულტურული ნაგებობები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. სწორედ ეს იზიდავს ყველაზე მეტად აქ მნახველს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]