ქეთერისის ვოკლუზი
ქეთერისის ვოკლუზი | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ქეთერისი |
კოორდინატები | 42°35′47″ ჩ. გ. 44°23′59″ ა. გ. / 42.59639° ჩ. გ. 44.39972° ა. გ. |
ფართობი | 0,01 კმ² |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ქეთერისის ვოკლუზი — ვოკლუზი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ქეთერისის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე.[2] იგი კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფის სახით, რომელსაც მკვლევრებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25–30 მლნ. ლ. ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300–350 ლ/წმ-ს. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული. ამჟამად წისქვილები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ.[3] უახლოესი დასახლებული პუნქტია ქეთერისი, შედარებით მოშორებულია სოფელი კობი. ქეთერისის ვოკლუზი ბუნების ძეგლია.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს კანონი ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ
- ↑ საქართველოს სსრ წითელი წიგნი, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982, გვ. 222
- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 364
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი