შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ვეკუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ (ვოვა) ვლადიმერის ძე ვეკუა (დ. 1949, სოხუმი — გ. 18 ივლისი, 1989, იქვე) — ქართული ეროვნული მოძრაობის მონაწილე აფხაზეთში, 1989 წლის სოხუმის შეტაკებების მსხვერპლი.

ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა დაიბადა პარტიული მოხელის ვლადიმერ ვეკუას (დ. 1907 — გ. 1977) და პედაგოგ ვარვარა ჭანტურიას ოჯახში. სწავლობდა ქ. გორკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (რუსეთი), შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1987 წლიდან მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში, იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სოხუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. ხელმძღვანელობდა 1988 წლის 3 დეკემბერს სოხუმში ჩატარებულ მასობრივ მიტინგს. სადაც სიტყვით გამოვიდა და გაიმეორა მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვებია: „ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ“. 1989 წლის ივლისში მონაწილეობდა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ჩამოყალიბების ღონისძიებებში. 1989 წლის 15 ივლისს სასიკვდილოდ დაიჭრა აფხაზი ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ სოხუმში მოწყობილი თავდასხმის დროს. დაკრძალეს სოხუმში.

ვეკუას სახელი აქვს მინიჭებული ქუჩას თბილისში (1991), ასევე აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას (2010). ვოვა ვეკუას შვილია ევროპაში მოღვაწე მხატვარი ანდრო ვეკუა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]