შინაარსზე გადასვლა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაფუძნდა 7 თებერვალი, 1932
ტიპი საჯარო
რექტორი ზურაბ ხონელიძე
კანცლერი შოთა ახალაია
მისამართი 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ 9, თბილისი, საქართველო
მდებარეობა თბილისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კამპუსი 2
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ოფიციალური საიტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთი უნივერსიტეტი. სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1932 წლის 7 თებერვალს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც, ძირითადად, პედაგოგიური კადრებს ამზადებდა. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.

1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქალაქ თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება. 2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სოხუმის უნივერსიტეტი. 2008 წლის 4 იანვარს უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო 2008 წლის 8 იანვარს — სახელმწიფო აკრედიტაცია (5 წლის ვადით).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1932 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის („განსახკომი“) დადგენილების თანახმად როგორც აგროპედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წელს არსებული ინსტიტუტის ბაზაზე რეორგანიზებულ იქნა სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად. 1979 წელს, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაკეთდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად (დამფუძნებელი რექტორი იყო ზურაბ ანჩაბაძე).

თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტი შედგებოდა სამი (აფხაზურენოვანი, რუსულენოვანი, ქართულენოვანი) სექტორისაგან. უნივერსიტეტში ქართულენოვანი სტუდენტების მოზიდვამ აფხაზთა უკმაყოფილება გამოიწვია, რაც 1989 წელს ქალაქ სოხუმში არეულობით დასრულდა. რუსულ და ქართულ მხარეებს შორის წარმოებული კონფლიქტის შედეგად ქალაქ თბილისში აფხაზეთის უნივერსიტეტის დევნილი ქართული სექტორის ბაზაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

2006 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთის პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად მიიღო თვითმართვადი (ავტონომიური) უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი. 2011 წელს ხელმოწერილ იქნა ოქმი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ურბინოს (იტალია) უნივერსიტეტს შორის.

სტუდენტური თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა 2008 წელს. 2008-2010 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი პრეზიდენტი იყო გიორგი ბლიაძე; 2010-2012 წლებში — თეონა მოდებაძე, 2012-2014 წლებში მესამე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო გიორგი ომარაშვილი. 2014-2016 წლებში ლაშა გაზდელიანი. 2016 წლის 12 ოქტომბრიდან პირველი ვადით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია ნინო თავაძე.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი და 41 კათედრა. იგი არის ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი, თუმცა საუნივერსიტეტთაშორისო გაცვლის მხრივ აფხაზეთის უნივერსიტეტის სოხუმის ნაწილი რუსთა და აფხაზთა მიერ ჩატარებული ეთნოწმენდისა და დევნის გამო იმყოფება საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში, და შესაბამისად, შემოიფარგლება მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცით. რუსეთი კვლავინდებურად თამაშობს განმსაზღვრელ როლს აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. ცხოვრების ყველა სფეროში.

  1. მათემატიკური ანალიზის კათედრა.
  2. გამოყენებითი მათემატიკის კათედრა.
  3. ზოგადი ფიზიკის კათედრა.
  4. სოხუმის ფიზიკისა და ტექნიკის ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრა.
  1. ეკოლოგიისა და ცხოველთა მორფოლოგიის კათედრა.
  2. ადამიანისა და ცხოველების ფიზიოლოგიის კათედრა.
  3. ქიმიის კათედრა.
  4. გეოგრაფიის კათედრა.
  5. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სატყეო მეურნეობისა და ბოტანიკის კათედრა.
  6. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტთან არსებული ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და მედიცინის კათედრა.
  7. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროფიზიკის ინსტიტუტთან არსებული გამოყენებითი ეკოლოგიის კათედრა.

ისტორიის ფაკულტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ისტორიის კათედრა.
  2. აფხაზეთის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კათედრა.
  3. რუსეთის ისტორიისა და საზღვარგარეთის ისტორიის კათედრა.
  4. საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია კათედრა.
  1. აფხაზური ენის კათედრა.
  2. აფხაზური ლიტერატურის კათედრა.
  3. რუსული ენის კათედრა.
  4. რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრა.
  5. გერმანული ენის კათედრა.
  6. ინგლისური ენის კათედრა.
  7. ჟურნალისტიკის კათედრა.
  8. სამსახიობო-სარეჟისორო ხელოვნების განყოფილება.
  9. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აფხაზეთის ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტის აფხაზოლოგიის კათედრა.

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სახელმწიფოსა და სამართლის კათედრა.
  2. სამოქალაქო სამართლისა და პროცესის კათედრა.
  3. სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრა.
  1. ეკონომიკური თეორიების კათედრა.
  2. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა.
  3. მენეჯმენტის კათედრა.
  4. ეროვნული ეკონომიკის კათედრა.
  5. ფინანსებისა და კრედიტის კათედრა.
  6. უმაღლესი მათემატიკის კათედრა.
  1. პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრა.
  2. დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა.
  3. სახვითი ხელოვნების კათედრა.
  4. ფიზიკური კულტურისა და სპორტის კათედრა.
  1. აგრონომიის კათედრა.
  2. აგრიკულტურის წარმოების მექანიზაციის კათედრა.
  3. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებული სოფლის სუბტროპიკული მეურნეობისა და გემოკვებითი პროდუქტების ტექნოლოგიათა კათედრა.

ზოგადსაუნივერსიტეტო კათედრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის კათედრა.
  2. პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრა.
  3. სამხედრო კათედრა.

საველე ფოლკლორისტიკისა და ნართოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საველე ფოლკლორისტიკისა და ნართოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა 2001 წლის აპრილში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის ლაბორატორიის ბაზაზე. ცენტრის მთავარი მიზანს აფხაზური ნართების ეპოსისა და საერთოდ, აფხაზური ფოლკლორის სხვა ჟანრების (ძეგლების) შესწავლა, სისტემატიზაცია-კლასიფიკაცია წარმოადგენს. ცენტრი მიზნად ისახავს აგრეთვე ფოლკლორული ნაწარმოებებისა და ამ ნაწარმოებთა შესახებ არსებული კვლევის შედეგების სხვადასხვა ენაზე თარგმნასა და პუბლიცირებას. ცენტრი ატარებს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს არა მხოლოდ თვითონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ თურქეთშიც, სადაც ცხოვრობს აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი. კვლევით სამუშაოში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ასპირანტები. ცენტრი არარეგულარულად გამოსცემს წიგნების სერიებს აფხაზურსა და რუსულ ენებზე. („ფოლკლორული კულტურის სამყარო“, „მთქმელი და მისი ტექსტი“, „ცნობილი აფხაზოლოგები“) 1012 წელს მოსკოვურ გამომცემლობა „ნაუკა“-სთან ერთად გათვალისწინებულია აფხაზური ნართების ეპოსის ტექსტების სრული სამეცნიერო და აკადემიური გამოცემა აფხაზურ ენაზე 7 ტომად.

პარტნიორი უნივერსიტეტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია).
  • მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია).
  • პირეუსის უნივერსიტეტი (საბერძნეთი).
  • თრაკიის უნივერსიტეტი (საბერძნეთი).
  • ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის ინსტიტუტი (ლატვია).
  • ლატვიის კულტურის კოლეჯი.
  • შიაულაის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ლიტვა)
  • კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა).
  • ტავრიის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა).
  • ვლადიმერ დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა).
  • კვების ტექნოლოგიისა და ვაჭრობის უნივერსიტეტი (უკრაინა).
  • ა. რუსოს სახელობის ბელცის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა).
  • კაჰუს სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა).
  • ერევნის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია (სომხეთი).
  • ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი).
  • იტალიური ასოციაცია რონდინე მშვიდობის ციტადელი.
  • ადნან მენდერესის უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • ფატიჰის უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • Moheg Turkish Teaching Center (ირანი).
  • კავკასიის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).
  • აზიის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).
  • ნახიჩევანის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი).
  • არდაჰანის უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • Iğdır University (თურქეთი).
  • Artvin-Çoruh University (თურქეთი).
  • Ağrı İbrahim Çeçen University (თურქეთი).
  • ერზრუმის უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • Bayburt University (თურქეთი).
  • Gümüşhane University (თურქეთი).
  • ერზრუმის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი).
  • Haber, Erika (2003). The myth of the non-Russian: Iskander and Aitmatov's magical universe. Lexington, Mass: Lexington Books. pp. p. 69. ISBN 0-7391-0531-0.
  • Hewitt, George B. (1998). The Abkhazians. New York: St. Martin's Press. pp. p. 174. ISBN 0-312-21975-X.
  • Kaufman, Stuart J. (2001), Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War, p. 104-5. Cornell University Press, ISBN 0-8014-8736-6.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]