შინაარსზე გადასვლა

ბანტონი (რომბლონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბანტონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინ���ტები 12°56′45″ ჩ. გ. 122°05′45″ ა. გ. / 12.946000000° ჩ. გ. 122.096000000° ა. გ. / 12.946000000; 122.096000000
დაარსდა 1622
ფართობი 32.48±0 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 13 მეტრი
მოსახლეობა 5 737 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 5515
ბანტონი (რომბლონი) — ფილიპინები
ბანტონი (რომბლონი)

რომბლონი (ოფიციალურად ბანტონის მუნიციპალიტეტი; ფილ: Bayan ng Banton}}; წარსულში ცნობილი როგორც ჯოუნზი) ― მეხუთე კლასის მუნიციპალიტეტი რომბლონის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 737 ადამიანს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს მთლიანად კუნძულ ბანტონსა და რამდენიმე დაუსახლებელ პატარა კუნძულს. კუნძული პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სიბუაიანის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, მარინდუკეს სამხრეთ კიდესთან. მოსახლეობის უმრავლესობა ბანტონურ ენაზე საუბრობს (ასევე ცნობილი როგორც ასი), რომელიც ბისაიური ენების ხუთი მთავარი შტოდან ერთ-ერთია.

ერთ-ერთი ვერსიით, ბანტონი ჯერ კიდევ წინაკოლონიური ხანიდან ფილიპინელებით იყო დასახლებული. ეს ვერსია 1936 წელს ეროვნული მუზეუმის მიერ გუიანგანის მღვიმეთა სისტემაში აღმოშენილ ადამიანთა ნაშთების, კუბოების, ანტიკური საკრძალავი სამოსისა და სხვა არქეოლოგიური არტეფაქტების ანალიზს ემყარება. დღევანდელი დასახლება 1622 წელს შეიქმნა ესპანელების მიერ და უძველესი დასახლებაა პროვინციაში. ამერიკულ კოლონიურ ხანაში მუნიციპალიტეტს სახელი შეეცვალა და ჯოუნზი ეწოდა ამერიკელი კონგრესმენისა და 1916 წლის ფილიპინების ავტონომიის აქტის ავტორის, უილიამ ატკინსონ ჯოუნზის პატივსაცემად. დღეისთვის ბანტონი რომბლონის ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტის ეკონომიკა კოპრის ფერმებზე, თევზჭერაზე, რაფიით ქსოვასა და ტურიზმზეა დამოკიდებული. ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური ღირებულებიდან გამომდინარე კუნძული ცნობილია როგორც „კულტურული ლანდშაფტი“.

მუნიციპალიტეტის სახელწოდება მომდინარეობს ასის სიტყვიდან ბატოონ, რაც „კლდოვანს“ ნიშნავს და ვულკანური წარმოშობის კუნძულის მთიან და კლდოვან ტოპოგრაფიაზე მიანიშნებს.[2] სახელწოდების წარმომავლობის კიდევ ერთი ვარიანტია სიტყვა ბანტოი, რაც ასის ენაზე შხამიან თევზს (Synanceia) აღნიშნავს.[3]

ბანტონი სიბუიანის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. თანაბრადაა დაშორებულ კუნძულ მარინდუკედან და ტაბლასიდან. მოიცავს მთავარ კუნძულ ბანტონსა და დაუსახლებელ კუნძულებს: ბანტონსილიოს, კარლოტასა და ისაბელს. ისაბელი და კარლოტა ორი დის (Dos Hermanas) სახელწოდებითაა ცნობილი. ტაბონანის პლაჟის მახლობლად ძალიან პატარა კუნძული პოლიოკი მდებარეობს, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც იაბავონის ბარანაგის ეკუთვნის.

ბანტონის ფართობი 3 248 ჰექატრია.[4] პეტროლოგიური ნიმუშები ადასტურებს, რომ კუნძული არააქტიური ვულკანია, რომელიც პლეისტოცენ-მეოთხეული პერიოდის დასავლეთ ლუსონის ვულკანური თაღის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და აქტიური იყო პლიოცენში.[5] ვულკანური წარმოშობის გამო კუნძული მთიანი და კლდოვანი ტოპოგრაფიით ხასიათდება და ფერმებისთვის გამოსადეგი დაბლობების სიმცირით გამოირჩევა. კუნძულის უმაღლესი წერტილი ამპონგოა, რომელიც ზღვის დონიდან 596 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[2]

ბანტონი 17 ბარანგაის მოიცავს.[4] ყოველი ბარანგაი შედგება პუროკებისგან, ნაწილი კი სიტიოებსაც მოიცავს.

1954 წელს მაა��ის, ანგომონის, სოლოკანის, კაპანრანანისა და იაბავონის სიტიოები იაბავონის ბარანგაის სახით ჩამოყალიბდა.[6]

ჰავის მონაცემები — ბანტონი (რომბლონი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 28 29 29 27 32 31 29 30 31 30 29 28 29
საშუალო დაბალი °C 23 24 24 23 25 25 24 25 25 25 24 24 25
საშუალო ნალექი (მმ) 102 27 30 129 120 237 189 186 126 231 162 90 1 629
წვიმიანი დღეები საშუალოდ 14 12 9 11 20 20 21 22 19 21 17 17 203
წყარო: World Weather Online[7]

როგორც რომბლონის ნაწილი, კორონას კლიმატის კლასიფიკაციის სიტემის მიხედვით, ბანტონი III ტიპის კლიმატურ ზონაშია მოქცეული. ამ ტიპის კლიმატში ძალიან გამოკვეთილი მშრალი და წვიმების სეზონი არ გვხვდება. წვიმების სეზონი, რომელიც ჩვეულებრივ ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება, შეიძლება დეკემბრამდე გაგრძელდეს სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს. მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ნალექიანობის პერიოდებსაც მოიცავდეს.

ბანტონის ეკონომიკა მეტწილად სასოფლო-სამეურნეოა. წამყვანი დარგები კოპრის წარმოება და თევზჭერაა. განვითარებულია ადგილობრივი რაფიით ხელსაქმე. კუნძულს მოჰყავთ ისეთი მცენარეები, როგორიცაა: მანიოკი, ტკბილი კარტოფილი, ხილი და ბოსტნეული. ადგილობრივები ჩართული არიან შინაური ცხოველების მოშენებაში ადგილობრივი მოხმარებისთვის. განვითარებულია ხის ნავების მშენებლობაც.[2]

კლდოვანი ტოპოგრაფიისა და მტკნარი წყლის არასტაბილური მიწოდების გამო ბანტონზე ბრინჯის მოყვანა რთულია. ბრინჯი მინდოროდან, მარინდუკედან და კესონიდან ჩააქვთ ადგილობრივ ვაჭრებს. უკანასკნელ წლებში კუნძული მცირე ტურისტული კერა გახდა ასის ექსპატრიატებისა და უცხოელი ტურისტებისთვის.[2]

  • Buencamino, Felipe & Villamor, Ignacio (1920). Census of the Philippine Islands Taken Under the Direction of the Philippine Legislature in the Year 1918, Volume 1. Manila, Philippines: Bureau of Printing.
  • Halcon, Rainier; Fronda, Ariel. Detailed Resource Assessment of Selected Low-Enthalpy Geothermal Areas in the Philippines. Geothermal Energy Management Division, Renewable Energy Management Bureau, Department of Energy.
  • Zorc, R. David Paul (1977). The Bisayan Dialects of the Philippines: Subgrouping and Reconstruction. Canberra, Australia: Department of Linguistics, Research School of Pacific Studies, Australian National University.
  • David Espinosa, Fiona Nichols, et al. (1997) Diving Southeast Asia. University of California: Periplus Action Guides. ISBN 978-962-593-141-8

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Fabonan III, Epi. (29 May 2009) Banton Island. Tourism Philippines. ციტირების თარიღი: 14 April 2012
  3. Banton: Brief History. Banton Official Website. ციტირების თარიღი: 14 April 2012
  4. 4.0 4.1 Municipality: Banton. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. ციტირების თარიღი: 31 January 2013
  5. Halcon, Rainier, Fronda, Ariel et al. (2015)
  6. R.A. No. 1014. An Act Creating the Barrio of Yabawon in the Municipality of Jones, Province of Romblon. PhilippineLaw.info. ციტირების თარიღი: 24 April 2014
  7. Banton, Romblon: Average Temperatures and Rainfall. World Weather Online. ციტირების თარიღი: 11 August 2014