შინაარსზე გადასვლა

რაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაფია
Raphia australis
Raphia australis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პალმები
გვარი:  რაფია
ლათინური სახელი
Raphia
ნაყოფი, ტულუზის მუზეუმი

რაფია (Raphia) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. სიმაღლე 9-12 მ აღწევს. 15-20 მ სიგრძის ფრთისებრი ფოთლები და ძალზე დიდი (4-5 მ დიამეტრის) ყვავილედი აქვს. ნაყოფის გარსი ბოჭკოვანია. ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ მცენარე კვდება (მონოკარპული მცენარეა).

30-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, მადაგასკარზე, მასკარენის კუნძულებზე და სამხრეთ ამერიკაში. რაფიას ფოთლისა და ყუნწის ბოჭკოსაგან (პიასავა) ამზადებენ ჯაგრისებს, წნავენ სხვადასხვა ნივთს. მებაღეობაში შესახვევ მასალადაც იყენებნ. რაფიას განეკუთვნება ღვინის პალმა.