აღმოსავლური წიფელი
იერსახე
აღმოსავლური წიფელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Fagus orientalis Lipsky | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 79914188 | |||||||||||||||
|
აღმოსავლური წიფელი (ლათ. Fagus orientalis) — 20-40 მ სიმაღლის ხეა. გლუვი, რუხი ან თეთრი ფერის ქერქით. ფოთლები რიგ-რიგად ორ მწკრივად არის განლაგებული. ფორმით ელიფსურიდან უკუკვერცხისებურამდე. კიდეებზე ოდნავ ტალღისებური ან ოდნავ დაკბილულია. ზედა მხრიდან მუქი მწვანე ფერისაა, პრიალა, შიშველი. ქვედა მხარე ღია მწვანეა, ძარღვების გაყოლებაზე შებუსული. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა თუშეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებისა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 332.