შინაარსზე გადასვლა

ანდრაშის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუდაპეშტი, მათ შორის დუნაის ნაპირები, ბუდას ციხესიმაგრე, ანდრაშის ქუჩა და მეტროს ხაზი 1*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°30′38″ ჩ. გ. 19°04′17″ ა. გ. / 47.51056° ჩ. გ. 19.07139° ა. გ. / 47.51056; 19.07139
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 400
გაფართოება 2002 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 400
ინგლ.რუს.ფრ.

ანდრაშის გამზირი (უნგრ. Andrássy út) — სიმბოლური ბულვარი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, თარიღდება 1872 წლით. ის ელიზაბეტის მოედანს აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ პარკ ვაროშლიგეტთან. მის გასწვრივ ჩამწკრიებულია მიმზიდველი ნეო-რენესანსული დიდი სახლები და საქალაქო სახლები თავლსაჩინო ფასადებითა და ინტერიერებით. 2002 წლიდან, გამზირი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ამავე დროს, ის ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი შოპინგ-ქუჩაა ლამაზი კაფეებით, რესტორნებით, თეატრებითა და მდიდრული ბუტიკებით.[1]

გამზირის მშენებლობა 1870 წლის დეკრეტით გადაწყდა, რისი მთავარი მიზანიც პარალელური ქუჩის გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთვა და შიდა ქალაქის ვაროშლიგეტთან დაკავშირება იყო. მშენებლობა 1872 წელს დაიწყო და საზეიმოდ 1876 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]